სოციო-ეკონომიკური განვითარება

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ბოლო ფაზა – გამოვლინდა 4 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი

2020 წლის 5 სექტემბერი – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის მესამე ფაზის დახურვის ცერემონია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ წარმოდგენილი სამეწარმეო ბიზნეს იდეები შეაფასა, რის შემდეგაც გამარჯვებული 4 პროექტი საგრანტო თანხით დააჯილდოვა. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი სამეწარმეო ტრენინგი 100-ზე მეტ ახალგაზრდას 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩაუტარდა. წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების საფუძველზე 15

მეტი →

17-მა ახალგაზრდამ USAID ზრდა პროექტის 9 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო კახეთში გამართულ სამეწარმეო ბანაკში

2020 წლის 11-18 ივლისს, 17-მა ახალგაზრდამ (15 საპროექტო წინადადების ავტორმა) საქართველოს 9 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო შატო მოსმიერში (ქისისხევი, თელავი რაიონი, კახეთი) გამართულ სამეწარმეო ბანაკში. ბანაკი, რომელიც რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა, ფოკუსირებული იყო ახალგაზრდებისთვის დამატებითი ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის საპროექტო წინადადებების უკეთ დასამუშავებლად და შემდგომში შეფასების კომისიითვის წარსადგენად. პროგრამის მესამე, დასკვნით ფაზას, ასოციაცია სამხარეო

მეტი →

RDFG-ისთან არსებული DRR ცენტრი მონაწილეობს მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოების შექმნაზე

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა. აღნიშნული მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას. ინიციატივა მიმართულია იმ მთავარი ბარიერების

მეტი →

RDFG-სთან არსებული DRR ცენტრი ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას განაგრძობს

2020 წლის ივნისი – ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას USAID ზრდა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში – მიმდინარე კვირაში შოთა კუბლაშვილი, RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული კატასტროფების

მეტი →

40-მა ახალგაზრდამ ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ელექტრონულად გაიარა პროფესიული განათლების ტრენინგები COVID-19-ის დროს

2020 წლის გაზაფხული – ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეთათვის. ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სერტიფიცირებული კარიერული კონსულტანტი, მარიამ ზაზაძე გვიყვება, რომ პროფესიული განათლების ტრენინგები 4 ჯგუფთან, ჯამში 40-მდე ახალგაზრდასთან, ჩატარდა ქალაქ ბორჯომში, ქალაქ ასპინძაში, სოფლებში – ახალდაბასა და ორშორში. პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით,

მეტი →

17 ახალგაზრდა ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ადგილობრივ დისტანციურ ტრენინგებში ჩაერთო

ზუგდიდი, 2020 წლის 13-15 ივნისი – USAID-ის ზრდა პროექტის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა დასკვნით ეტაპზე გადავიდა – პროგრამის მესამე ფაზით გათვალისწინებული ადგილობრივი ტრენინგები ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერებმა დისტანციურად ჩაატარეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3-დღიანი აქტიური სამუშაო პროცესის დასასრულს, 17-დან 14-მა ახალგაზრდამ საკონკურსო განაცხადი შეავსო და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას ელოდება.

მეტი →

RDFG-ის თავმჯდომარე შეირჩა ცენტრალური აზიის რეგიონული მრჩეველთა ჯგუფის (RAG) წევრად და საქართველოში GNDR-ის კოორდინატორად

2020 წლის 10 ივნისი – გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი შეირჩა ცენტრალური აზიის რეგიონული მრჩეველთა ჯგუფის (RAG) და საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სამოქალაქო ორგანიზაციების გლობალური ქსელის (GNDR) კოორდინატორად. GNDR წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების უმსხვილეს საერთაშორისო ქსელს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მუშაობს კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. კატასტროფის

მეტი →

ENPARD თეთრიწყაროს მესამე საგრანტო კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომია

ჯამში მხარდაჭერილია 19 სოფლის განვითარების ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრებამ დისტანციურად განიხილა და დაამტკიცა მესამე საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები. ჯამში დაფინანსდა 19 სოფლის განვითარების ინიციატივა დაფინანსდა. მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებიდან თითოეული შეესაბამება თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული 2018 – 2022

მეტი →

აშშ საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ დახმარებას აძლიერებს

USAID ზრდა პროექტის მხარდაჭერით, მის პარტნიორ ორგანიზაციასთან – RDFG არსებულმა DRR ცენტრმა საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის საველე ჰოსპიტალები შეიძინა. თბილისი – 14 მაისი, 2020 – საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსებ ჭელიძეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს, ამერიკელი ხალხის სახელით საველე ჰოსპიტალები გადასცა.

მეტი →

მითები და რეალობა COVID-19-ის შესახებ – საინფორმაციო პოსტერები ეთნიკური უმცირესობების ენებზე

COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებენ. აქტივობის ფარგლებში, საინფორმაციო პოსტერები – მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ვრცელდება.

მეტი →