საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მესამე ონლაინ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 15 დეკემბერი – ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობითა და USAID ზრდა პროექტის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მესამე ონლაინ საკოორდინაციო შეხვედრა.

უკვე სამი წელია, რაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სახელმწიფო და არა სახელმწიფო აქტორები მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სისტემის შექმნასა და გაძლიერებაში, მართავენ დისკუსიებს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ყოვლისმომცველი სტრატეგიული ხედვისა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ერთობლივი დღის წესრიგის შემუშავებისთვის.

COVID-19-თან დაკავშირებული ოფიციალური რეგულაციების გათვალისწინებით, საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მესამე საკოორდინაციო შეხვედრა ZOOM ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა და მას დაესწრნენ წამყვანი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტები, აკრედიტირებული საელჩოებისა და სახელმწიფო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიებას უძღვებოდა ვანო გრიგოლაშვილი, RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავმჯდომარე, მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და USAID ზრდა პროექტის წარმოამდგენლები.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი ასევე მოიცავს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემაში შემავალი სტრუქტურების გაძლიერებასა და კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირების კომპონენტში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავმჯდომარე

შოთა კუბლაშვილი – ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►