ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, ჯონ კლარკი RDFG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტს გაეცნო

2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) განხორციელებული, სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. თავდაპირველად, ევროკავშირის დელეგაცია RDFG-ის წარმომადგენლებსა და „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის“ (LAG) წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ, თეთრიწყაროში მიმდინარე RDFG-ის ქვე-პროექტს – სოფელ წინწყაროში მდებარე რძის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა.

ღონისძიების ფარგლებში, RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა ევროკავშირის ENPARD პროექტის მიზნებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ აქტივობებზე პრეზენტაცია წარადგინა.

RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა ხაზი გაუსვა LEADER მიდგომის მნიშვნელობას სოფლის განვითარების კონტექსტში:

“RDFG-ს, როგორც სოფლად არსებული ტრერიტორიების განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციას სჯერა, რომ LEADER მიდგომა, რომელზე დაყრდნობითაც ადგილობრივი სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებიდან შემდგარი განცითარების ჯგუფი მრავალსექტორულ სტრატეგიას ახორციელებენ, არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს სოფლის ცხოვრების განვითარებისათვის. აღნიშნულისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივების შესაბამისი უნარებითა და რესურსით აღჭურვას ენიჭება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, კლიმატურ ცვლილებებთან და ბაზრის გლობალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, თითოეულ ადგილობრივ მოსახლეს განვთარების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს“.

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს LAG-ის აქტივობებსა და მის მთავარ მიღწევებზე უამბო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრები RDFG-ის ბენეფიციარის რძის გადამამუშავებელ საწარმო „წინყარო+“-ს ესტუმრნენ. საწარმოს დირექტორმა სტუმრებს რძის პროდუქტების წარმოების სპეციფიკა გააცნო, დაათვალიერებინა საწარმო, დააგემოვნებინა რძის პროდუქტები და ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, ბიზნესის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.

„წინწყარო+“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული RDFG-ის სოფლის განვითრების ერთ-ერთი  ქვე-პროექტია. დაფინანსების მოპოვებამდე, „წინწყარო+“ მხოლოდ ყველს აწარმოებდა, ახლა კი მაწვნის, დოსა და სხვა რძის პროდუქტების წარმოებასაც იწყებს. მნიშვნელვანია, რომ აღნიშნული საწარმოს რძის პროდუქტები ნატურალი რძისგან მზადდება და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნიშანი – „ქართული რძე“.

ENPARD-ის ფარგლებში, RDFG-ის ხელშეწყობითა და LAG-ის ჩართულობით, 35-ზე მეტი სამხარეო განვითარების ინიციატივაა დაფინანსებული, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, სოციალური და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობენ ათობით მუდმივი და დროებითი სამუშაო ადგილის შექმნას თეთრიწყაროში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►