RDFG-ის მხარდაჭერით ამიერკავკასიის ექმითა ლიგამ თეთრიწყაროში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა

სექტებერს, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ინიციატივით, „ამიერკავკასიის ექმითა ლიგა“-სთან თანამშრომლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. თეთრიწყაროს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვების აქცია გაიმართა.

აქცია ჩაატარა „ამიერკავკასიის ექმითა ლიგა“-მ. აქციის მიზანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებით უზრუნველყოფა იყო. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებების წამყვანი მედიკოსები ესტუმრნენ: ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, ანგიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. ასევე ჩატარდა უფასო სპიდომეტრია და ექოსკოპიური კვლევები.

„ჩვენი ორგანიზაცია „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ წამყვან მედიკოსებს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით და მსგავს საქველმოქმედო აქციებს ხშირად ატარებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. ასოციაცია „სამხარეო გავითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით დღეს ჩვენმა მედიკოსებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 200-მდე ადამიანს გაუწიეს უფასო სამედიცინო მომსახურება. მსგავსი აქციები მნიშვნელოვანია იმით, რომ რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა მაღალკვალიფიციური ექიმებისგან მიიღონ კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით“ – ამბობს ბაია ბეზარაშვილი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძვნებელი.
მადლობას ვუხდით კლინიკა ფემილის და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას თანამშრომლობისათვის.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►