RDFG-ს გუნდს მოხალისეები შეუერთდნენ

პროექტ EDKK-ს  ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს მოხალისეები შეუერთდნენ, რომლებიც ცენტრის წევრებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარებიან. ხუთი მოქმედი ცენტრიდან (კოდა, წინწყარო, შაუმიანი, საგარეჯო, დმასინი) თითოეულ მათგანს თითო მოხალისე შეემატა. გოგონებს სათემო პროექტების განხორციელებისა და მოხალისეობრივი აქტივობების ორგანიზების კუთხით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ. მათი პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან სწორად ამ გამოცდილების გაზიარებით დაიწყო, რაც საკმაოდ დიდი მოტივაციისა და შთაგონების წყარო იყო ახალგაზრდებისთვის. რაც მთავარია, გოგონები თავად არიან მაგალითი ბავშვებისთვის,  თუ  როგორ შეიძლება მოხალისეობრივი საქმიანობით საკუთარ თემსა და გარემოში ძალიან ბევრი სასარგებლო ცვლილების განხორციელება.

მოხალისეებს ლეილა დარასელიას, ნაზი პოილარაშვილს, ლილი დევლახაშვილს, თამარ ანსიანსა და ანა მაჩიტაძეს RDFG წარმატებებს უსურვებს!

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) ერთ-ერთი მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული აგროსამეწარმეო საქმიანობასა და საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC), რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აგრო მეწარმეობის სწავლებასა და უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►