ახალგარზდა ფერმერთა ცენტრის წევრებმა „ინოვაციების ბანაკში“ მიიღეს მონაწილეობა

კოდის, შაუმიანის, საგარეჯოსა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებმა Junior Achievement საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ინოვაციების ბანაკში“ მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც სოფლად თუ რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოსწავლეები: ანა გულედანი, ნატო მეზვირშვილი და თორნიკე ბერძენიშვილი.

კონკურსის 100-მდე მონაწილისაგან 8 კაციანი გუნდები შეიქმნა. მენტორებისა და ექსპერტების დახმარებით მათ შეზღუდულ დროში  ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შედეგადაც ჟიურიმ გამარჯვებული იდეა გამოავლინა.  აღსანიშნავია, რომ ორი ექსპერტისა და ერთი ჟიურის წევრის სახით კონკურსში RDFG-ის თანამშრომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი.

თითოეული მონაწილე „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის სერთიფიკატით დაჯილდოვდა.  მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა ფერმრთა ცენტრების აქტიური მონაწილეები: თათია ვახტანგაშვილი, თამარ მელაძე, მაკა ალიხანაშვილი, ეთერ ილურიძე, თამარ ოქროპირიძე, მილენა ტერელაშვილი, ქეთევან ოქროპირიძე, თამარ რატიანი, ნიკა ზურაბიანი, სალომე ხიმშიაშვილი, ლიკა ჭიაბერაშვილი და დავით ყანდიაშვილი.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC) ქვემო ქართლისა და კახეთის სკოლების ბაზაზე RDFG-ის ხელშწყობით შეიქმნა და ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური აგრომეწარმეობის სწავლებასა და ლიდერული უნარების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►