RDFG-მ ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში RDFG-მ პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში’’ წარადგინა, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ძირითადი მიმართულებისა და პრიორიტეტების შესახებ მისმა მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა ისაუბრა. თეთრიწყაროს განვითარების პროექტმა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ENPARD პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.  გაიმართა ორმხრივი შეხვედრები RDFG-სა და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რათა კოორდინაციის გზით მოხდეს რესურსების ოპტიმიზაცია და პროექტის შედეგების ეფექტურობის გაზრდა.

ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი 25 მაისს, ქალაქ რუსთავში ჟურნალ “BUSINESS GEORGIA’’-ს ორგანიზებით, ,,ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ბიზნესფორუმის მიზანს საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე, რეგიონების საინვესტიციო პოტენციალით ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►