საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის

2016 წლის 1 ივნისს ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სსიპ დენვილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით დაიწყო დევნილი მოსახლეობის საარსებო წყაროების განვითარების პროექტი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

პროექტის მთავარი მიზანია შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნა სასოფლო სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით.

პროექტის განხორციელების შედეგად, 30 დევნილი ოჯახი შეიქმნის/გაიუმჯობესებს საარსებო მდგომარეობას შემოსავლის წყაროს გაჩენის გზით. რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განსახლების ადგილებზე მათ მდგრად ინტეგრაციას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ასოციაცია ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც განხორციელდება ასოციაციის სათემო ცენტრების ქსელის მეშვეობით. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანია მოსახლეობის ინფორმირება პროექტის მიზნების და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებს შესახებ, ასევე საარსებო წყაროების იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არსებობს.

დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ასოციაცია ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, რომლის მიზანია ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიზნების და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებს შესახებ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის, როგორიცაა სამთავრობო უწყებების ტერიტორიული ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამიზნე რეგიონში მოღვაწე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისა და თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით პროექტის განხორციელების პერიოდში მინიმუმ 50 ადამიანი გაივლის განვითარების ტრენინგებს.

სასოფლო სამეურნეო და სოციალური ინიციატივების განხორციელებისათვის ფინანსური დახმარების მიზნით ტრენინგების დასრულების შემდეგ წარმატებული სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების გამოსავლენად გამოცხადდება კონკურსი. წარდგენილი განაცხადებიდან დაფინანსებისთვის შეირჩევა შემდეგი სახის ინიციატივები:

  • სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები;
  • სასოფლო სამეურნეო იარაღების ნაკრები;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაცია;
  • თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►