საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მეორე საკოორდინაციო შეხვედრა

დღის წესრიგი მონაწილეები პრეზენტაციები კონტაქტი კითხვარი კონფერენციის მონაწილეთათვის

 

საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების შესახებ დონორთა მეორე საკოორდინაციო კონფერენციის ფარგლებში, დისკუსია შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ინსტიტუციურ განვითარებასა და ტექნიკურ ხელშეწყობას. საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემის განვითარების მიზნით, შემუშავდა კატასტროფის რისკების შემცირების დღის წესრიგთან დაკავშირებული ერთობლივი ხედვა. საგანგებო სიტუაციების ერთიანი მართვის სისტემის ხელშეწყობის მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს და შემდგომში დისკუსია გაიმართა დარგის ინსტიტუციური განვითარების პროცესის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ, განისაზღვრა საჭიროებები და ამ პროცესის წარმატებულად განხორციელებისათვის საჭირო გზები. კონფერენციას დაესწრნენ წამყვანი დონორი ორგანიზაციების, აკრედიტებული საელჩოებისა და სახელმწიფო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიება, საქართველოში USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს შემდეგი ინსტიტუციების განვითარებას: საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახამრებისა და ოპერატიული მართვის ცენტრი 112, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

ღონისძიება გახსნა ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა, რომლის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახამრებისა და ოპერატიული მართვის ცენტრის 112 დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბურიძემ.

RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა აღნიშნა, რომ დონორთა მეორე საკოორდინაციო კონფერენცია არის RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის მიერ გაღებული ძალისხმევის გაგრძელება იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსიების გასამართად ეფექტური პლატფორმა შეიქმნას:

„აღნიშნული საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ ერთობლივი მიდგომები და  ხალხზე ორიენტირებული კრიზისების მართვის სისტემაში წვილილის შესატანად, თავი მოვუყაროთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, დონორი ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხემვას. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ არსებული რეაქტიული მოდელისგან უნდა გადავერთოთ პრევენციის პროაქტიულ მოდელზე, ამასთან, განვითარების დღის წესრიგში კატასტროფის რისკის შემცირების ინტეგრაციის აუცილებლობა უფრო მკაფიო უნდა გახდეს“.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი ასევე მოიცავს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემაში შემავალი სტრუქტურების გაძლიერებასა და კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირების კომპონენტში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

თარიღი: 4 ივნისი, 2019
მდებარეობა: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 7, თბილისი

დღის წესრიგი

დრო აქტივობა
10:30 – 11:00 რეგისტრაცია და მისასალმებელი ყავა
11:00 – 11:40 მისასალმებელი სიტყვა – ვანო გრიგოლაშვილი, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე
 

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: ნინო ჯავახაძე
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარებისა და ოპერატიული მართვის ცენტრის – 112 დირექტორი: გიორგი არსოშვილი
  • საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი: ავთანდილ თალაკვაძე
  • UNDP-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: ლუიზა ვინტონი
  • USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე: ქეთევან ჭუმბურიძე
11:40 – 12:45 პრეზენტაციები: შინაგან საქმეთა სამინისტრო
 

  • ნათია ჯანიბეგაშვილი – პოლიციის აკადემიის საჭიროებები და ხარვეზები, რომლებიც დონორების მიერ შეიძლება აღმოიფხვრას;
  • სალომე ჩუხუა – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 გამოწვევები და საჭიროებები;
  • ანა ასათიანი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებები;
  • შალვა კვინიხიძე – საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხარვეზები და საჭიროებები.
12:45 – 13:00 შესვენება ყავაზე
13:00 – 14:00 ჯგუფური სამუშაო

პირველი ჯგუფი:

–          კრიზისი/საგანგებო სიტუაციების მართვის ტრენინგ-ცენტრი/კურსები საგანგებო სიტუაციების მუშაკებისათვის;
–          გაცვლითი ვიზიტები/გამოცდილების გაზიარება.

მეორე ჯგუფი:

–          კატასტროფის რისკის მართვა განათლებაში;
–          პირველადი რეაგირების მოხალისეების ჯგუფების ფორმირება და ტრენინგი.

14:00 – 15:00 შესვენება სადილზე
15:00 – 15:30 UNDP-ის გუნდის ლიდერის, ივანე წიკლაურის პრეზენტაცია თემაზე: საშიშროების რუკების შესაძლებლობები საქართველოში – გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები
15:30 – 16:00

 

ჯგუფური სამუშაო

მესამე ჯგუფი:

–          ტექნიკური დახმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სტრუქტურის შესაძლებლობების განვითარებისა და აღჭურვისათვის;

–          საგანგებო სიტუაციების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება.

მეოთხე ჯგუფი:

–          დონორთა კოორდინაციისა და სადისკუსიო პლატფორმების გამართვის ძირითადი მიზეზი და ფასეულობა საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სისტემისათვის.

–          რეკომენდაციები სამომავლო ფორმატებისა და შინაარსისათვის.

16:00 – 16:15 შესვენება ყავაზე
16:15 – 16:30 წარმოდგენილი ორგანიზაციების აქტივობების განხილვა
16:30 – 17:00 დონორთა სტრატეგიული მიმართულებებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზოგადი სურათის განხილვა
 17:00 – 17:15 შემაჯამებელი სიტყვა – ვანო გრიგოლაშვილი, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე


მონაწილეები

მისასალმებელი სიტყვა:

  • ვანო გრიგოლაშვილი – RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე
  • ნინო ჯავახაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • გიორგი არსოშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარებისა და ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის დირექტორი
  • ავთანდილ თალაკვაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი
  • ლუიზა ვინტონი – გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
  • ქეთევან ჭუმბურიძე – საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე


პრეზენტაციები:


კონტაქტი

ვანო გრიგოლაშვილი – ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე

 
მედია კონტაქტი:

ნინა კოპალეიშვილი – ასოციაცისი სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კომუნიკაციების ოფიცერი