სამეგრელო-ზემო სვანეთი

 

USAID-ის ზრდა პროექტის საქართველოში:

  1. ახალგაზრდული კომპონენტი
  2. კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტი
  3. პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტი

 
პროექტის კოდი: RDFG0018ZRDA
პროექტის განხორციელების სტატუსი: მიმდინარე
დონორი ორგანიზაცია: USAID
საქმიანობის მიმართულება: სოციო-ეკონომიკური განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობა
პროექტის დაწყების თარიღი: ზამთარი 2018
პროექტის დასრულების თარიღი: გაზაფხული 2020
 
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
 
USAID Zrda-ის ფარგლებში, RDFG ახორციელებს პროექტის ახალგაზრდულ კომპონენტსა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტს:

  1. USAID Zrda-ის ახალგაზრდული კომპონენტი – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას.
     
    პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. ტრენინგები ხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. 
    მეორე ეტაპზე,  15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორი ან ავტორთა გუნდი მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს და თავიანთ იდეებს  ბიზნეს პროექტებად აქცევენ. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. 
    პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას: 

    • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
    • სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

     
    საკონტაქტო პირი: რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი; ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge

  2. კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს RDFG და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).
     
    საკონტაქტო პირი: შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი; ელ-ფოსტა: skublashvili@rdfg.ge
  3. USAID ზრდა პროექტისა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე RDFG-ის პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აუმაღლოს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის შესახებ – დაეხმაროს მათ საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის მართვაში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
     
    საკონტაქტო პირი:
    რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
    ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge
     
    ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
    ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge

 
პროექტის განხორციელების არეალი: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი.


კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში

პროექტის კოდი: RDFG0027ASIT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის გარემოს სააგენტო
საქმიანობის მიმართულება: კატასტროფის რისკის შემცირება
პროექტის დაწყების თარიღი: 8 დეკემბერი, 2017
პროექტის დასრულების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.
 
პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარებულ იქნა კვლევა და შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი.“ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდაციის სახით მომზადდა კუდსაცავების მართვის ნორმატიული აქტის ნიმუში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც. პროექტის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა იმერეთის რეგიონში, მდინარე ყვირილას აუზის მდგომარეობა, რაზე დაყრდნობითაც შემუშავდა დოკუმენტი „მდინარე ყვირილას აუზის წყლის ხარისხობრივი მდგომარეობისა და დაბინძურების პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები“. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებსა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს.
 
პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace” და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაცია – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.
 
საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).

პროექტის განხორციელების არეალი: საქართველო, სომხეთი

საკონტაქტო პირები:

  • ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე. ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge
  • ქეთი გლოველი – პროექტის ასისტენტი, RDFG. ელ-ფოსტა: kgloveli@rdfg.ge

პროექტი “კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში”

პროექტის კოდი: RDFG0014NEMISUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 5 მარტი, 2015
პროექტის დასრულების თარიღი: 30 სექტემბერი, 2016

პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში პოტენციური რისკებისადმი მედეგობის გაძლიერებისთვის. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ორი ძირითადი გზით: I. უნდა მოხდეს კატასტროფის რისკების შემცირებისა და აღდგენის საკითხების ასახვა სექტორული დაგეგმვისა და ეროვნული განვითარების პროგრამების ფარგლებში. II ყველა დონეზე ეფექტური რეაგირებისთვის ეროვნული კატასტროფის მზადყოფნის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტი


პროექტი “სამხრეთ კავკასიის რეგიონში კატასტროფის რისკების შემცირების ღონისძიებების მდგრადობის უზრუნველყოფა”

პროექტის კოდი: RDFG0015SDAUNICEFGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Children’s Fund
საქმიანობის მიმართულება: საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 17 მარტი, 2015
პროექტის დასრულების თარიღი: 17 დეკემბერი, 2015

პროექტი შემუშავებულია ECHO-ს და UNICEF-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფის გამომწვევი ბუნებრივი საფრთხეების შემცველ ზონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოწყვლადი თემების მედეგობის გაძლიერებას კატასტროფებისთვის მზადებისა და განათლებაში კატასტროფების რისკეის შემცირების საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობის მეშვეობით. პროექტის სპეციფიური მიზანია კატასტროფის რისკების შემცირების ახალგაზრდულ კლუბებთან წარმატებით გამოცდილი მეთოდოლოგიის დანერგვა და კატასტროფის გამომწვევი ბუნებრივი საფრთხეების შემცველ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და 10 საპილოტე სკოლის ადმინისტრაციის ცოდნის ამაღლება და შესაძლებლობების გაზრდა საგანგებო სიტუაციების (კატასტროფის) რისკის მიტიგაციის (შერბილების), საგანგებო სიტუაციებისთვის (კატასტროფისთვის) მზადების და მათზე რეაგირების გაუმჯობების მიზნით. მეორეს მხრივ, პროექტის მიზანია ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის და საგანგებო სიტუაციების მართვის სტრუქტურების დახმარება კატასტროფის რისკის მართვის სისტემის შემდგომი განვითარება/გაძლიერება და შიდა სახელმწიფოებრივი რეგულაციების დონეზე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების/სისტემების შესაბამისი ასახვა. პროექტი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის განხორციელების არეალი: თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი


პროექტი “Diplohack/UNDP ინოვაციური გამოწვევა”

პროექტის კოდი: RDFG0010ICEUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 24 მარტი, 2014
პროექტის დასრულების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2014

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი უკეთ ჩართულობის მიზნით.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტი


პროექტი “საარსებო წყაროების შეფასება ზემო სვანეთის თემებში”

პროექტის კოდი: RDFG0006LACACFSER
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: Action Against Hunger
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვა
პროექტის დაწყების თარიღი: 30 აგვისტო, 2013
პროექტის დასრულების თარიღი: 15 ნოემბერი, 2013

DG ECHO -ს მიერ დაფინანსებული პროექტის “თემის მედეგობის გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეს აფხაზეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში” ფარგლებში RDFG-მ მესტიის მუნიციპალიტესის შვიდ სოფელში ჩაატარა არსებული სიტუაციის შეფასება ACF სამხრეთ კავკასიის მისიის დაკვეთით. მესტიის მუნიციპალიტეტში გამოიყითხა ACF-ის მიერ წინასწარ შერჩეულ 124 რესპონდენტი. შეფასების ძირითადი მიზანი იყო წარმოედგინა საარსებო წყაროების, თემის შესაძლებლობებისა და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები კომპლექსური და სიღრმისეული ანალიზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობის მდგრადობის, რესურების ეფექტური მართვის და ეკონომიკური დაგეგმარების თვალსაზრისით. შეფასების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია სპეციალურად იყო შემუშავებული, რათა მისი გავრცელების პროცესში, როგორც თემში, ასევე მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებული მხარეებს შორის, სირთულეები თავიდან ყოფილიყო აცილებული.

პროექტის განხორციელების არეალი: სამეგრელო-ზემო სვანეთი


პროექტი “საქართველოში მოქმედი ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების მხარდაჭერა კატასტროფის რისკის შესამცირებლად”

პროექტის კოდი: RDFG0008SDRRUNICEFGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: United Nations Children’s Fund
საქმიანობის მიმართულება: საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 15 აგვისტო, 2013
პროექტის დასრულების თარიღი: 27 ნოემბერი, 2013

პროექტის საერთო მიზანი იყო ბუნებრივი საფრთხეების რისკის ქვეშ მყოფ თემებში ბავშვებისა და მოსახლეობის მედეგობის გაზრდასა და მოწყვლადობის შემცირებაში წვლილის შეტანა. პროექტის კონკრეტული მიზანი იყო ბუნებრივი საფრთხის შემცველ ადგილებში მდებარე ათი საპილოტე სკოლის ბავშვებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, საგანგებო სიტუაციის მიტიგაციისა და მასზე რეაგირებისათვის მათი უკეთ მომზადების მიზნით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სამიზნე სკოლებში შეიქმნა სკოლის საგანგებო სიტუაციების მართვის საბჭო, ჩატარდა ტრენინგები კატასტროფის რისკის შემცირებისა და კატასტროფის რისკის მართვის საკითხებზე, შემუშავდა სკოლის საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა და შერჩეული სკოლების ორმოცი მონაწილისთვის. მოეწყო კატასტროფის რისკის შემცირების საზაფხულო ბანაკი. ასევე, რეკომენდაცია გაეწია დარგობრივ სამინისტროებს საგანგებო სიტუაციის მართვის საერთო მეთოდების მიღებასთან დაკავშირებით.

პროექტის განხორციელების არეალი: თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი


პროექტი “ბუნებრივი საფრთხეების მიმართ აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თემის მედეგობის გაძლიერება”

პროექტის კოდი: RDFG005SCRACFSER
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: Action Against Hunger
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მშვიდობის მშენებლობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 15 ივლისი, 2013
პროექტის დასრულების თარიღი: 5 აგვისტო, 2013

პროექტი მიზნად ისახავდა ცხრა დღიან ტრენინგს საძიებო და სამაშველო ოპერაციების შესახებ და სიმულაციებისა და ევაკუაციის წვრთნების ჩატარებას ACF -ის ბენეფიციარებისათვის რვა სამიზნე თემში სანაგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის ჩამოყალიბების მიზნით. ასევე, RDFG DRR ცენტრმა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა ადგილობრივ თემს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმისა და სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შექმნაში, რომელიც მოიცავდა საევაკუაციო გეგმებს, ასევე აფხაზეთისა და სვანეთის სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაძლიერებას საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.

პროექტის განხორციელების არეალი: სამეგრელო-ზემო სვანეთი