კახეთი

 

USAID-ის ზრდა პროექტის საქართველოში:

  1. ახალგაზრდული კომპონენტი
  2. კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტი
  3. პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტი

 
პროექტის კოდი: RDFG0018ZRDA
პროექტის განხორციელების სტატუსი: მიმდინარე
დონორი ორგანიზაცია: USAID
საქმიანობის მიმართულება: სოციო-ეკონომიკური განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობა
პროექტის დაწყების თარიღი: ზამთარი 2018
პროექტის დასრულების თარიღი: გაზაფხული 2020
 
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
 
USAID Zrda-ის ფარგლებში, RDFG ახორციელებს პროექტის ახალგაზრდულ კომპონენტსა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტს:

  1. USAID Zrda-ის ახალგაზრდული კომპონენტი – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას.
     
    პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. ტრენინგები ხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. 
    მეორე ეტაპზე,  15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორი ან ავტორთა გუნდი მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს და თავიანთ იდეებს  ბიზნეს პროექტებად აქცევენ. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. 
    პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას: 

    • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
    • სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

     
    საკონტაქტო პირი: რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი; ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge

  2. კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს RDFG და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).
     
    საკონტაქტო პირი: შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი; ელ-ფოსტა: skublashvili@rdfg.ge
  3. USAID ზრდა პროექტისა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე RDFG-ის პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აუმაღლოს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის შესახებ – დაეხმაროს მათ საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის მართვაში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
     
    საკონტაქტო პირი:
    რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
    ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge
     
    ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
    ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge

 
პროექტის განხორციელების არეალი: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი.


კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში

პროექტის კოდი: RDFG0027ASIT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის გარემოს სააგენტო
საქმიანობის მიმართულება: კატასტროფის რისკის შემცირება
პროექტის დაწყების თარიღი: 8 დეკემბერი, 2017
პროექტის დასრულების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.
 
პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარებულ იქნა კვლევა და შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი.“ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდაციის სახით მომზადდა კუდსაცავების მართვის ნორმატიული აქტის ნიმუში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც. პროექტის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა იმერეთის რეგიონში, მდინარე ყვირილას აუზის მდგომარეობა, რაზე დაყრდნობითაც შემუშავდა დოკუმენტი „მდინარე ყვირილას აუზის წყლის ხარისხობრივი მდგომარეობისა და დაბინძურების პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები“. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებსა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს.
 
პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace” და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაცია – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.
 
საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).

პროექტის განხორციელების არეალი: საქართველო, სომხეთი

საკონტაქტო პირები:

  • ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე. ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge
  • ქეთი გლოველი – პროექტის ასისტენტი, RDFG. ელ-ფოსტა: kgloveli@rdfg.ge

პროექტი „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“

პროექტის კოდი: RDFG0017EDKK
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მშვიდობის მშენებლობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 1 იანვარი, 2016
პროექტის დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2018

პროექტის მიზანია იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისა და ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარების, კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვემო ქართლი, კახეთი


პროექტი “კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში”

პროექტის კოდი: RDFG0014NEMISUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 5 მარტი, 2015
პროექტის დასრულების თარიღი: 30 სექტემბერი, 2016

პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში პოტენციური რისკებისადმი მედეგობის გაძლიერებისთვის. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ორი ძირითადი გზით: I. უნდა მოხდეს კატასტროფის რისკების შემცირებისა და აღდგენის საკითხების ასახვა სექტორული დაგეგმვისა და ეროვნული განვითარების პროგრამების ფარგლებში. II ყველა დონეზე ეფექტური რეაგირებისთვის ეროვნული კატასტროფის მზადყოფნის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტი


პროექტი “Diplohack/UNDP ინოვაციური გამოწვევა”

პროექტის კოდი: RDFG0010ICEUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 24 მარტი, 2014
პროექტის დასრულების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2014

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი უკეთ ჩართულობის მიზნით.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტი


პროექტი “კატასტროფების რისკების შემცირების ტრენინგები 17 სკოლაში”

პროექტის კოდი: RDFG0003TDRRWVGEOSER
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: World Vision International in Georgia
საქმიანობის მიმართულება: საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა
პროექტის დაწყების თარიღი: 1 მარტი, 2012
პროექტის დასრულების თარიღი: 10 ივლისი, 2012

პროექტის საერთო მიზანი იყო სკოლებში ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კატასტროფის რისკის შემცირების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ჩვიდმეტი სამიზნე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით:,კერძოდ, მიტიფაგაციისა და მზადების ფაზების შესახებ. გარდა ამისა, სესიები ჩატარდა სკოლაში მარტივი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, სკოლის ახალგაზრდული კლუბების მნიშვნელობაზე კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში და გარემოს დაცვისა და კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე. ასევე ჩატარდა ტრენინგები, კატასტროფის რისკის შემცირების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების ღონისძიებების განხორციელების შესახებ. ასევე შემუშავდა და დარიგდა მასალები საგანგებო სიტუაცების რისკის შემცირებისა და და სკოლაში ადრეული გაფრთხილების სისტემების შესახებ.

პროექტის განხორციელების არეალი: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი


პროექტი “კახეთში ფერმერთა ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა”

პროექტის კოდი: RDFG0002AKAFWVGEOSER
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: World Vision International in Georgia
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
პროექტის დაწყების თარიღი: 1 დეკემბერი, 2011
პროექტის დასრულების თარიღი: 10 აპრილი, 2012

RDFG -ისა და World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად პროექტის ბენეფიციარი ფერმერებისა და ადგილობრივი სკოლების იდენთიფიცირებისათვის შეფასების ჩატარებას. შერჩეული ბენეფიციარებისთვის RDFG -იმ ჩაატარა ტრენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის საკითხებზე. ასევე, მოეწყო ვიზიტი კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფერმერებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის ი RDFG -ის სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში სადაც გაიმართა დისკუსია ასოციაციისა და World Vision – ის ბენეფიციარებს შორის . RDFG -ის ფერმერთა საველე სკოლის სპეციალისტებმა კახეთის ფერმერებს ჩაუტარეს კვალიფიკაციის ამაღლების ტენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების საკითხებზე და დაეხმარნენ მათ სკოლებს ბოსტნეულის სეზონური გამოფენა-გაყიდვების მოწყობაში.

პროექტის განხორციელების არეალი: კახეთი


პროექტი “ტრენინგი კახეთის ფერმერთათვის აგრონომიის საკითზებზე”

პროექტის კოდი: RDFG0001TKFWVGEOSER
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: World Vision International in Georgia
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
პროექტის დაწყების თარიღი: 10 თებერვალი, 2011
პროექტის დასრულების თარიღი: 30 ივნისი, 2011

RDFG -ის გაუფორმდა კონტრაქტი აგრონომებისა და ადგილობრივი ფერმერებისათვის ორ დღიანი ტრენინგის ჩასატარებლად ბიო და ტრადიციული მევენახეობისა და მემინდვრეობის საკითხებზე. ასევე, RDFG -ის კონსულტანტი ეწვია თორმეტი სამიზნე თემი და კონსულტაცია გაუწია ბენეფიციარ ფერმერებს.

პროექტის განხორციელების არეალი: კახეთი