კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში

პროექტის კოდი: RDFG0027ASIT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის გარემოს სააგენტო
საქმიანობის მიმართულება: კატასტროფის რისკის შემცირება
პროექტის დაწყების თარიღი: 8 დეკემბერი, 2017
პროექტის დასრულების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.
 
პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარებულ იქნა კვლევა და შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი.“ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდაციის სახით მომზადდა კუდსაცავების მართვის ნორმატიული აქტის ნიმუში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც. პროექტის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა იმერეთის რეგიონში, მდინარე ყვირილას აუზის მდგომარეობა, რაზე დაყრდნობითაც შემუშავდა დოკუმენტი „მდინარე ყვირილას აუზის წყლის ხარისხობრივი მდგომარეობისა და დაბინძურების პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები“. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებსა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს.
 
პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace” და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაცია – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.
 
საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).

პროექტის განხორციელების არეალი: საქართველო, სომხეთი

საკონტაქტო პირები:

  • ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე. ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge
  • ქეთი გლოველი – პროექტის ასისტენტი, RDFG. ელ-ფოსტა: kgloveli@rdfg.ge

პროექტი “კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში”

პროექტის კოდი: RDFG0014NEMISUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: საგანგებო სიტუაციების მართვა, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 5 მარტი, 2015
პროექტის დასრულების თარიღი: 30 სექტემბერი, 2016

პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში პოტენციური რისკებისადმი მედეგობის გაძლიერებისთვის. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ორი ძირითადი გზით: I. უნდა მოხდეს კატასტროფის რისკების შემცირებისა და აღდგენის საკითხების ასახვა სექტორული დაგეგმვისა და ეროვნული განვითარების პროგრამების ფარგლებში. II ყველა დონეზე ეფექტური რეაგირებისთვის ეროვნული კატასტროფის მზადყოფნის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტი


პროექტი “აჭარის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებაში”

პროექტის კოდი: RDFG0012ASADUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 11 დეკემბერი, 2014
პროექტის დასრულების თარიღი: 10 დეკემბერი, 2015

პროექტის მთავარი მიზანია მდგრადი, გასაღების ბაზარზე ორიენტირებული საფერმერო საქმიანობის წახალისება,ჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. “ENPARD აჭარა” პროექტის ფარგელში შერჩეულ ბენეფიციარებს RDFG სასოფლო სამეურნეო დანადგარებისა და აღჭურვილობის გადაცემით გაუწევს დახმარებას, რომლებიც მოხმარდება აჭარის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. გრანტები გათვალისწინებულის მოსავლის პირველადი და მეორადი გადამუშავებისთვის,ასევე ტრანსპორტრების,საბოლოო პროდუქციის წარმოებისა და მათი გასაღების ბაზრის მოძიებისთვის. შედეგი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული კოოპერატივების პროდუქტიულობისა და მარკეტინგის დონის ამაღლება და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბება ქვეყნის მასშტაბით ადვილი რეპლიკაციისთვის.

პროექტის განხორციელების არეალი: აჭარა


პროექტი “Diplohack/UNDP ინოვაციური გამოწვევა”

პროექტის კოდი: RDFG0010ICEUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: ახალგაზრდების ჩართულობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 24 მარტი, 2014
პროექტის დასრულების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2014

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი უკეთ ჩართულობის მიზნით.

პროექტის განხორციელების არეალი: ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტი


პროექტი “აჭარის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებაში”

პროექტის კოდი: RDFG0009ASADUNDPGRT
პროექტის განხორციელების სტატუსი: დასრულებული
დონორი ორგანიზაცია: The United Nations Development Programme
საქმიანობის მიმართულება: ეკონომიკური განვითარება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მოქელაქეთა ინტერესების დაცვა
პროექტის დაწყების თარიღი: 12 დეკემბერი, 2013
პროექტის დასრულების თარიღი: 12 დეკემბერი, 2014

პროექტის მთავარი მიზანია მდგრადი, გასაღების ბაზარზე ორიენტირებული საფერმერო საქმიანობის წახალისება,ჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. “ENPARD აჭარა” პროექტის ფარგელში შერჩეულ ბენეფიციარებს RDFG გრანტის სახით გაუწევს დახმარებას, რომლებიც მოხმარდება აჭარის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. გრანტები გათვალისწინებულის მოსავლის პირველადი და მეორადი გადამუშავებისთვის,ასევე ტრანსპორტრების,საბოლოო პროდუქციის წარმოებისა და მათი გასაღების ბაზრის მოძიებისთვის.

პროექტის განხორციელების არეალი: აჭარა