მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
დონორი: ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD II
დაწყების/დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2016 – 1 მარტი, 2021
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
„სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტი ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge
ჭკვიანი სოფლის (SmartVille) პროექტი
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ENPARD III
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2020 – 31 იანვარი, 2021
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება წვდომა ფინანსური წიგნიერების მექანიზმებზე და ტურიზმთან დაკავშირებულ ღირებულებით ჯაჭვებზე. ისინი ჩაერთვებიან ინფორმაციის მართვის სისტემებსა და რეგიონულ ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ქსელი სამომავლოდ აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებსაც მოიცავს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მდგრად განვითარებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რასაც მრავალდარგობრივი სოფლის ეკონომიკის, ბაზართან გაუმჯობესებული წვდომითა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით განახორციელებს. მიზანი დაბალანსებული და ყველა მხარის ჩართულობაზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მიიღწევა. აღნიშნული მიდგომა შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შინაარსთან, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD II ფარგლებში RDFG-ის მიერ განხორციელდა. პროექტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (2018-2020) განხორციელების შემავსებელი კომპონენტია და ეყრდნობა ევროკავშირის LEADER მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებს.
პროექტის პარტნიორები: ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი, GALAG, ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი.
საკონტაქტო პირი
ნინო ტიკურიშვილი
ელ-ფოსტა: ninitikurishvili@gmail.com
მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოების შექმნა
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO)
დაწყების/დასრულების თარიღი: ოქტომბერი, 2019 – სექტემბერი, 2020
ადგილმდებარეობა: საქართველო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა. აღნიშნული მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას. ინიციატივა მიმართულია იმ მთავარი ბარიერების დაძლევაზე, რომლებიც ხელს უშლიან მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის (MHEWS) შექმნას და ასევე მოიცავს კლიმატის რისკის მართვის ყველა სხვა ასპექტს, რომელიც მრავლმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის (MHEWS) მხარდასაჭერადაა აუცილებელი.
ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center) აქტიურად არის ჩართული მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების იურიდიული და ინსტიტუციური დოკუმენტების ნუსხის შესწავლაში, რათა იდენტიფიცირებულ იქნას სექტორში არსებული ხარვეზები და საჭიროებები. აღნიშნული დოკუმენტი დასრულების შემდეგ მოიცავს შესაბამის მეთოდიკას, სტრატეგიას, იდენტიფიცირებულ კანონმდებლობას/დებულებებს, საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს, პროცედურებს, სააღსრულებო აქტებს, პრაქტიკის კოდებს, ოქმებს, სახელმძღვანელო პრინციპებს და ჩარჩო დოკუმენტებს. დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდგომ, პროექტს წარედგინება კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები ადრეული გაფრთხილების სისტემის გასაუმჯობესებლად.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კლიმატის ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO), რომლის მიზანია მრავალმხრივი საფრთხეების რისკის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება. პროექტი ხორციელდება სამი ჩეხური ორგანიზაციის – გლობალური ცვლილებების კვლევის ინსტიტუტი Czech Globe, მასარიკის წყლის კვლევის ინსტიტუტისა (T. G. Masaryk Water Research Institute), საზოგადოებრივი კვლევითი ინსტიტუტის (public research institution – TGM WRI) Dekonta – და RDFG-საგან შემდგარი კონსორციუმის მიერ.
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – RDFG-ის თავმჯდომარე; vgrigolashvili@rdfg.ge
შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების და საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტი; skublashvili@rdfg.ge
USAID Zrda
დონორი: USAID
დაწყების/დასრულების თარიღი: ზამთარი 2018 – გაზაფხული 2020
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
USAID Zrda-ის ფარგლებში, RDFG ახორციელებს პროექტის ახალგაზრდულ კომპონენტსა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტს:
საკონტაქტო პირი
რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge