ინვესტირების წახალისება ინოვაციურ ტექნოლოგიებში. RDFG მხარს უჭერს ინოვაციებს კაპიტალდაბანდებაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, საზოგადოების ჩართულობის მეთოდებისა და საგანმანათლებლო ტექნიკების განვითარებაში. ასოციაცია ასევე მხარს უჭერს ინოვაციურ მიდგომებს სახელმწიფო მმართველობის, ინფორმაციისა და კრიზისის მენეჯმენტის სფეროებში.
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
ჭკვიანი სოფლის (SmartVille) პროექტი
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ENPARD III
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2020 – 31 იანვარი, 2021
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება წვდომა ფინანსური წიგნიერების მექანიზმებზე და ტურიზმთან დაკავშირებულ ღირებულებით ჯაჭვებზე. ისინი ჩაერთვებიან ინფორმაციის მართვის სისტემებსა და რეგიონულ ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ქსელი სამომავლოდ აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებსაც მოიცავს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მდგრად განვითარებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რასაც მრავალდარგობრივი სოფლის ეკონომიკის, ბაზართან გაუმჯობესებული წვდომითა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით განახორციელებს. მიზანი დაბალანსებული და ყველა მხარის ჩართულობაზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მიიღწევა. აღნიშნული მიდგომა შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შინაარსთან, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD II ფარგლებში RDFG-ის მიერ განხორციელდა. პროექტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (2018-2020) განხორციელების შემავსებელი კომპონენტია და ეყრდნობა ევროკავშირის LEADER მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებს.
პროექტის პარტნიორები: ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი, GALAG, ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი.
საკონტაქტო პირი
ნინო ტიკურიშვილი
ელ-ფოსტა: ninitikurishvili@gmail.com
USAID Zrda
დონორი: USAID
დაწყების/დასრულების თარიღი: ზამთარი 2018 – გაზაფხული 2020
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
USAID Zrda-ის ფარგლებში, RDFG ახორციელებს პროექტის ახალგაზრდულ კომპონენტსა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტს:
საკონტაქტო პირი
რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge