ინოვაცია – დასრულებული პროექტები

ინვესტირების წახალისება ინოვაციურ ტექნოლოგიებში. RDFG მხარს უჭერს ინოვაციებს კაპიტალდაბანდებაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, საზოგადოების ჩართულობის მეთოდებისა და საგანმანათლებლო ტექნიკების განვითარებაში. ასოციაცია ასევე მხარს უჭერს ინოვაციურ მიდგომებს სახელმწიფო მმართველობის, ინფორმაციისა და კრიზისის მენეჯმენტის სფეროებში.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
ინოვაცია და ჩვენ
 
დონორი: European Union, Save the Children, Children and Youth Development Fund 
დაწყების/დასრულების თარიღი: 3 იანვარი, 2019 – 31 ოქტომბერი, 2019 
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანია დაეხმაროს დევნილ ახალგაზრდებს სამეწარმეო და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში ინოვაციური მიდგომებითა და არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დატრენინგებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი, 3 მიმართულებით: ვებ-დიზაინი, მერკეტინგი და ინგლისური ენა და მათ დახმარებას დასაქმებისთვის საჭირო უნარების მიღებაში. პროექტის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდები შექმნიან სოციალურ საწარმოს, რომელსაც ექნება ონლაინ გაყიდვების პლატფორმის სახე და დაეხმარება სხვა სოციალურ საწარმოებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციაში.
 
საკონტაქტო პირი
თათია ბჟალავა – პროექტის „ინოვაცია და ჩვენ“ მენეჯერი, RDFG
ელ-ფოსტა: tbzhalava@rdfg.ge


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარების ინიციატივები
 
დონორი: The United Nations World Food Programme
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 ივლისი, 2011 – 30 ნოემბერი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მასპინძელი თემებისთვის სასურსათო უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროების გაძლიერება/უზრუნველყოფა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის შესახებ ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოკოს, მზის საშრობებისა და ვერტიკალური მეურნეობის ფერმები. ასევე, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა ერთი სათბური.


იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერება სასათბურე მეურნეობის განვითარების მეშვეობით
 
დონორი: Heifer International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2011 – 31 დეკემბერი, 2013
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის ძირითადი მიზანი იყო 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აშენდა სამი სათბური, რომლებიც, ამავდროულად, წარმოადგენს თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო ნაკვეთს ასოციაციის ფერმერთა საველე სკოლების ფარგლებში. ფერმერთა საველე სკოლები საშუალებას აძლევს პროექტის ბენეფიციარ ფერმერებს გაიუმჯობესონ უნარები თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში ტრენინგების, აგრო სერვისების, სადემონსტრაიო ღონისძიებების და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით პროექტის სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში ცხრაას ბენეფიციარს დაურიგდა მაღალი და ადრეული მოსავლიანობის პომიდვრის ჩითილები.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge