გენდერული თანასწორობა – მიმდინარე პროექტები

სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა გენდერული საკითხების წინ წამოსაწევად ინტერვენციის დიზაინის, დაგეგმვისა და შეფასების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე საკანონმდებლო დონეზე. RDFG თანაბარ საშუალებას აძლევს ქალებს, მამაკაცებს, გოგონებსა და ბიჭებს ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და სარგებელი მიიღონ მათგან.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის

დონორი: ვიშეგრადის ფონდი
დაწყების/დასრულების თარიღი: 20 სექტემბერი, 2019 – 20 აპრილი, 2020
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

პროექტის მიზანია თეთრიწყაროს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, ბუნების დაცვის გზით, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმისგან ეკონომიკური სარგებლის გაზრდის მიზნით. პროექტი აუმჯობესებს ადგილობრივ განვითარების ჩარჩოს, მხარს უჭერს რა თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად საჭირო სამოქმედო გეგმის დაწერაში.
 
მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, ადგილობრივ მოსახლეობას წარმატების ისტორიების მაგალითების დანახვა და ექსპერტების მიერ გაზიარებული ცოდნა სჭირდება. ვიშეგრადის ქვეყნებს, რომლებიც ასევე შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ შეუძლია ბუნების დაცვას ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის გზით.
 
პროექტი არის ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შემავსებელი კომპონენტი.

პროექტის პარტნიორები: Fórum Ochrany Přírody / ბუნების დაცვის ფორუმი, Cz&K Consulting Ltd., Nadácia Ekopolis / ფონდი ეკოპოლისი

საკონტაქტო პირი
სამანტა გათრი
ელ-ფოსტა: sguthrie@rdfg.ge

ვრცელი ინფორმაცია ვიშეგრადის ფონდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.visegradfund.org ან აქ: www.visegrad.fund


USAID Zrda

  1. ახალგაზრდული კომპონენტი;
  2. კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტი;
  3. პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტი.

 
დონორი: USAID
დაწყების/დასრულების თარიღი: ზამთარი 2018 – გაზაფხული 2020
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი.
 
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
USAID Zrda-ის ფარგლებში, RDFG ახორციელებს პროექტის ახალგაზრდულ კომპონენტსა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტს:

  1. USAID Zrda-ის ახალგაზრდული კომპონენტი – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას.
    პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. ტრენინგები ხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე.
    მეორე ეტაპზე, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორი ან ავტორთა გუნდი მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს და თავიანთ იდეებს ბიზნეს პროექტებად აქცევენ. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით.
    პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:
     

    • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
    • სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

     
    საკონტაქტო პირი
    რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
    ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge

  2. კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს RDFG და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).
     
    საკონტაქტო პირი
    შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
    ელ-ფოსტა: skublashvili@rdfg.ge
  3.  

  4. USAID ზრდა პროექტისა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე RDFG-ის პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აუმაღლოს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის შესახებ – დაეხმაროს მათ საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის მართვაში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
     
    საკონტაქტო პირი
    რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
    ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge
     
    ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
    ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge

სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
 
დონორი: ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD II 
დაწყების/დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2016 – სექტემბერი, 2020 
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 
 
„სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტი ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
 
საკონტაქტო პირი
ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge