გუნდი

ნატო წაქაძე – ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი

ნატო RDFG-ში ორგანიზაციის დაარსების დღიდან მუშაობს. 4 წლის განმავლობაში ის დასაქმებული იყო World Vision International-ში, სადაც მის მოვალეობებში ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება შედიოდა. გარდა ამისა, ნატოს ადგილობრივ და საერთაშორისო ააიპ-ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

მან დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მინიჭიებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

კონტაქტი: ntsakadze@rdfg.ge


მარიკა ბაირამიანი – გრანტების მოძიების და მონიტორინგის კოორდინატორი

მარიკა ბაირამიანი შეუერთდა RDFG-ს 2020 წელს. მას აქვს მრავალმხრივი, პრაქტიკული მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა Mercy Corps, Care International და UMCOR. აღნიშნული მოიცავდა მუშაობას მონიტორინგისა და შეფასების, მენეჯმენტის, ანგარიშგების, კომუნიკაციის და ორგანიზაციული განვითარების სფეროში. მარიკას უხელმძღვანელია და ჩაუტარებია SDC-ის, USAID-ის, ADA-ს და სხვა დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული რეგიონული განვითარების პროგრამების მონიტორინგი და შეფასება, რომლებიც ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის, ბაზრის, ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი ეკონომიკის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. მას გააჩნია ფართო გამოცდილება ურთიერთობების, კომუნიკაციის და კავშირების დამყარებაში, მათ შორის თემებთან, პარტნიორებთან, მთავრობასა და დონორებთან. მარიკას გამოცდილება სცდება ქვეყნის ფარგლებს და მოიცავს სხვა ქვეყნებსაც, სადაც მას ჩაუტარებია პროგრამების შედეგების შეფასება, ასეთია: ინდონეზიასა და ბანგლადეშში განხორციელებული პროექტები, რომელთა სამუშაო სფეროებია კატარსტროფების რისკების შემცირება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება. მარიკა მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას და სიამოვნებით მუშაობს მდგრად რეგიონულ განვითარებაზე.

მარიკა ფლობს ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკასა და ინფორმატიკაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) თბილისის კავკასიის აკადემიური ცენტრიდან. მას ასევე აქვს მოწინავე დიპლომი მონიტორინგსა და შეფასებაში: ნიუ იორკის უნივერსიტეტის გაეროს, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მართვაში და წარმატებით აქვს გავლილი ჰუმანიტარული პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების ტრეინინგ კურსი ჰარვარდის უნივერსიტეტში. მას ასევე აქვს სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული განვითარების სერტიფიკატები პროექტის მენეჯმენტში, მონიტორინგსა და სოფლის განვითარების სფეროებში.

კონტაქტი: mbairamyan@rdfg.ge


რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი

რევაზ ჯაველიძე RDFG-ის 2018 წელს შემოუერთდა. მას აქვს იურისტად მუშაობის და პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ის მუშაობდა პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩევლად საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში. ასევე, ფონდში – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ და მთავარ იურისტად. უშუალოდ RDFG-მდე კი, სამინისტროს გაუქმებადმე, ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. რევაზს აქვს მიღებული იურისტის კვალიფიკაცია და დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი. ასევე, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების განხრით ამერიკის შეერთებულ შტატებში ლუისისა და კლარკის კოლეჯში, და მაგისტრის ხარისხი ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

კონტაქტი: rjavelidze@rdfg.ge

USAID-ის ზრდა პროექტი საქართველოში


ნინა ყუფარაძე – ადამიანური რესურსების მართვის ოფიცერი

ნინა RDFG-ის 2018 წლის მაისში შემოუერთდა. მას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. ნინა მუშაობდა HR სპეციალისტად USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტისთვის AgVANTAGE. იგი იყო მთავარი HR სპეციალისტი საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვიდერ ორგანიზაციაში „საქაერონავიგაცია“. ნინა ასევე მუშაობდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელად საერთაშორისო ასოციაციაში “NONVIOLENT PEACEFORCE”, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და მედისონ ჰოლდინგში. ნინას კომპანიებისთვის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და HR სტრატეგიების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ნინამ დაამთავრა თბილისის თბილისის უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი და ფლობს მაგისტრის ხარისხს.

კონტაქტი: nkuparadze@rdfg.ge


ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი

ნინა RDFG-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მას აქვს 8 წლიანი გამოცდილება მედიის, კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით. ის მუშაობდა ჟურნალისტად ქვეყნის წამყვან მედიასაშუალებებში, პასუხისმგებელი იყო ყოველდღიური ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიებისა და მულტიმედია კონტენტის შექმნაზე; მას უმუშავია რესპონდენტებთან საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიტიკასთან, კლიმატურ ცვლილებებთან, გენდერულ თანასწორობასთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, განათლებასთან, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე. ის არის მნიშვნელოვანი ანალიტიკური სტატიების ავტორი. RDFG-მდე ის იყო ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სადაც PR და მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება ევალებოდა.

ნინას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.

ამჟამად ნინა RDFG-ში კომუმუნიკაციის მიმართულებით მუშაობს. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაზე, რომელიც თანხვედრაშია RDFG-ის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო საჭიროებებთან.

კონტაქტი: nkopaleishvili@rdfg.ge


სალომე მალაშხია – შესყიდვების ოფიცერი

სალომე RDFG-ს გუნდს ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე 2016 წლის ნოემბერში შემოუერთდა. მას ბუღალტერიის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აქვს. სალომეს დამთავრებული აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. RDFG-ში დასაქმებამდე, მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში და ბადენ ვურთემბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჰაიდენჰაიმი, გერმანია) გაიმყარა ცოდნა ფინანსებსა და მენეჯმენტში.

2017 წლის თებერვლიდან დაინიშნა ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს შესყიდვების ოფიცრის პოზიციაზე. ის ახორციელებს შესყიდვებს ორგანიზაციის პროცედურებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

კონტაქტი: smalashkhia@rdfg.ge


ია თედეშვილი – ფინანსური ასისტენტი

ია RDFG-ის გუნდს 2014 წლის ზაფხულში შემოუერთდა. სტაჟირების გავლის შემდეგ, დაინიშნა ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. მისი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავდა ოფისის ადმინისტრაციული სისტემების ჩამოყალიბებასა და მართვას, შეხვედრებისა და კონფერენციების, სასწავლო პროგრამებისა და სემინარების პროფესიონალურ დონეზე მოწყობას.

2016 წლიდან იამ შესყიდვების ოფიცრის პოზიცია დაიკავა, აწარმოებდა შესყიდვებს, ორგანიზაციის პროცედურებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად. 2017 წლიდან დაწინაურდა ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

იას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა.

კონტაქტი: itedeshvili@rdfg.ge


შოთა კუბლაშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი

შოთა კუბლაშვილი RDFG-ის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა. შოთას აქვს საჯარო სამსახურში მუშაბის 12 წლიანი გამოცდილება იურიდიული მიმართულებით. 2 წლის განმავლობაში იკავებდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. მისი მონაწილეობით განხორციელდა 8 საერთაშორისო პროექტი გარემოსდაცვითი საკითხების განხრით.

ამჟამად RDFG-ში ტრანსსასაზღვრო პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ იურიუდიულ ექსპერტად მუშაობს. ასევე, USAID Zrda პროექტის ფაგრლებში, ხელმძღვანელობს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში.

შოთას მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

კონტაქტი: skublashvili@rdfg.ge


ილია ბორცვაძე – თემთან თანამშრომლობის ოფიცერი

ილია RDFG-ის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. სამთვიანი სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ, სოფლის განვითარების პროექტში თემთან თანამშრომლობის ოფიცრის პოზიციაზე დასაქმდა.

ილია წლების განმავლობაში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტებში. მას სოციალური მეწარმეობის კარგი გამოცდილება აქვს.

ილიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიჭებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ასევე, არის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი.

კონტაქტი: ibortsvadze@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


გიორგი ახვლედიანი – თემთან თანამშრომლობისა და შესყიდვების ოფიცერი

გიორგი არასამთავრობო სექტორში 15 წელზე მეტია მუშაობს. RDFG-ში დასაქმებამდე, მას სხვადასხვა მენეჯერული თუ ასისტენტის პოზიციები ეკავა რიგ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი ახალი სიცოცხლე” და ეუთოს მისია საქართველოში. იგი იკავებდა უფროსი სპეციალისტის პოზიციას ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტში.

გიორგის დამთავრებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მალმოს უნივერსიტეტი სახელმწიფო ადმინისტრირების განხრით. მან ჩინეთში შეისწავლა ჩინეთის კომერციის სამინისტროს კანონები და რეგულაციები განვითარებადი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. მან ასევე გაიარა ვენაში IRMA-ს კურსები შესყიდვების, აქტივების მართვისა და ინვენტარიზაციის განხრით.

კონტაქტი: gakhvlediani@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


მამუკა ჯაჭვაძე – მძღოლი/ლოჯისტიკა

მამუკა ჯაჭვაძე RDFG-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მანამდე ის ბრითიშ პეთროლეუმის SPXC-ის პროექტში მძღოლის პოზიციას იკავებდა; წლების განმავლობაში მუშაობდა პრივატ ბანკსა და VG გრუპში.

მამუკას დამთავრებული აქვს ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის ბიზნესისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამა.

ამჟამად RDFG-ში ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს.

კონტაქტი: mjachvadze@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD თეთრიწყარო)


ფილიპ აბუსერიძე – პროექტის ასისტენტი/მომმარაგებელი

RDFG-ს გუნდს როგორც მოხალისე ფილიპე 2014 წელს შემოუერთდა. ის ორგანიზაციას საერთო ადმინისტრირების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის საკითხებში ეხმარებოდა, თუმცა მალევე იქცა ორგანიზაციის თანამშრომლად და DRR (კატასტროფის რისკის შემცირება) პროექტში ჩაერთო.

ფილიპემ დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის და არაბული ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიური აკადემიის საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მსოფლიო ცივილიზაციათა ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბიზნესის პოლიტიკის კურსი. მას აქვს ტურიზმის, მასმედიის, ჰუმანიტარული და განვითარების განხრით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კონტაქტი: pabuseridze@rdfg.ge

USAID ზრდა პროექტი საქართველოში