რადიო „თრიალეთის“ ახალი დირექტორი

პროფესიით ჟურნალისტი თამარ მჭედლიშვილი RDFG -ს პროექტის „დასაქმების პროგრამა, გორი“ (Employment Shuttle) ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. პროგრამის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ, ის რადიო „თრიალეთის“ დირექტორად დაინიშნა!
თამარი 3 წლის განმავლობაში ცდილობდა დასაქმებას, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ინტერნეტით RDFG-ს დასაქმების პროგრამის შესახებ შეიტყო, მასში მონაწილეობა გადაწყვიტა და დღევანდელ წარმატებასაც სწორედ ამ პროგრამას უკავშირებს.

„საბედნიეროდ მოვხვდი იმ 20 ადამიანს შორის, ვისაც ეს ხუთ თვიანი ტრენინგი უნდა გაევლო. პროგრამას უძღვებიან პროფესიონალები, რომლებიც გენდობიან და გეხმარებიან, როგორც პიროვნულ ასევე პროფესიულ ზრდაში. ასეთ დროს სურვილი გიჩნდება მეტი გააკეთო და წარმატებისთვის ბოლომდე იბრძოლო. შედეგად, ახლა მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ვიცი, რომ ის ყველაფერი რაც ამ პროგრამამ მასწავლა, ცხოვრებაში კიდევ არაერთხელ გამომადგება.

დასაქმების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროგრამის გვერდს.