სულ რამდენიმე თვის წინ დასაქმების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იყო, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქართლოსი“ პროექტის კოორდინატორად მუშაობს. ლელა მაზმიშვილი „დასაქმების პროგრამა გორის“ (Employment Shuttle) წარმატებული მონაწილეა. საკუთარ წინსვლაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დასაქმების პროგრამა 100%-ით ამართლებს საკუთარ მიზნებს და მონაწილეებს პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაში ეხმარება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი და ვარ ამ გუნდის ნაწილი. გარდა იმისა, რომ დავსაქმდი, პროგრამის ფარგლებში გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, გავხდი უფრო მეგობრული და აქტიური. იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს იარსებებს ეს პროგრამა და არაერთ ადამიანს დაეხმარება განვითარებასა და წინსვლაში“ – ამბობს ლელა.

ლელა მადლობას უხდის პროექტის მენეჯერს, ლელა მაისურაძესა და მენტორს, ეკა ჭიაურელს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისათვის.

დასაქმების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროგრამის გვერდს.