ეთო კალანდაძე RDFG-ს დასაქმების პროგრამის (Employment Shuttle) კიდევ ერთი წარმატებული მონაწილეა. ეთო „ლიბერთი ბანკში“ სერვის კონსულტანტ-სტაჟიორის პოზიციაზე დასაქმდა. როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად პროგრამის მიმართ დიდი მოლოდინები არ ჰქონდა, თუმცა ტრენინგების დაწყებისთანავე მიხვდა, თუ როგორ გაუმართლა რომ არჩეულ 20 მონაწილეს შორის მოხვდა.

“ამ პროგრამამ საშუალება მომცა დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. მივიღე ძალიან კარგი გამოცდილება და ცოდნა, რაც ვფიქრობ, მომავალშიც გამომადგება. მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ ტრენინგს, შევიძინე საუკეთესო მეგობრები და რაც მთავარია დავსაქმდი“

ეთომ აღნიშნა, რომ მის წარმატებაში მთავარი წვლილი პროგრამის მენეჯერს, ლელა მაისურაძესა და მენტორს, ეკა ჭიაურელს მიუძღვით.

„ამ ადამიანების როლი თითოეული ჩვენგანის წარმატებაში შეუფასებელია. ეკა მენტორი თავს არ ზოგავდა, რათა ჯგუფის თითოეულ წევრს ეპოვნა პირველ რიგში საკუთარი თავი და შემდეგ სამსახური“

დასაქმების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროგრამის გვერდს.