Donate

დაეხმარე საკვების გარეშე დარჩენილ ადამიანებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება გაკვეთილებს ელექტრონულად დაესწრონ

შეიტანე შენი წვლილი იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებიც იძულებები არიან დარჩნენ მკაცრ საკარანტინო ზონაში და უჭირთ არსებული კრიზისის მარტო გადალახვა!

შემოწირული თანხა სრულად (100%-ით) მოხმარდება მოწყვლადი ოჯახების საჭიროებებს




თანხის გადასარიცხად გამოიყენეთ ქვემოთ მითითებული საბანკო ანაგრიში:

IBAN: GE83BG0000000162711675
მიმღები: ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის
ბანკი: საქართველოს ბანკი


ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, თქვენ მიერ გაღებული თანხით დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩნენ და არ აქვთ წვდომა საკვებ პროდუქტებთან; ასევე, იმ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, არ აქვთ წვდომა ელექტრონულ სასწავლო მასალაზე და შედეგად ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად, უამრავმა ადამიანმა დროებით ან სამუდამოდ დაკარგა არსებული სამუშაო ადგილი, შესაბამისად, დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე. მათი უმეტესობა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მათ შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც აღარ აქვთ თავის გატანისა და შვილების გამოკვების საშუალება. ისინი გაურკვეველი ვადით უცდიან ხვალინდელ დღეს, რათა შეძლონ ელემენტარული სახსრების მოძიება და ოჯახში ცოტაოდენი საკვებისა და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტის მიტანა მაინც. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 26 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირდა ახალი კორონავირუსით დაინფიცირებლი 20-მდე მოქალაქე და მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

ამასთან, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა უამრავი სკოლის მოსწავლე, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერები ან სმარტ-ფონები იმისთვის, რომ შეძლონ დისტანციურად დაესწრონ სკოლის გაკვეთილებს. შესაბამისად, ისინი გაურკვეველი ვადით ჩამორჩებიან თანაკლასელებს და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, დიდი დრო დასჭირდებათ დაეწიონ თანატოლებს.

RDFG-იმ, თეთრიწყაროს ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განსაზღვრა ის სამიზნე ჯგუფები, რომელთაც ზემოხსენებული საჭიროებების დაკმაყოფილება ყველაზე მეტად სჭირდებათ და აგროვებს თანხას მათ დასახმარებლად.

ამ ადამიანებს დაუყოვნებლივ სჭირდებათ თითოეული ჩვენგანის დახმარება! მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადალახვას მტკივნეული დანაკარგების გარეშე და უკეთესი მომავლის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქებისთვის.

ასევე, თუ ფლობთ რაიმე სახის ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერებს, სმარტფონებსა და ტაბლეტებს, და გსურთ მათი გადაცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახებისათვის, ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლი ვითამაშოთ და დაგეხმაროთ ამ პროცესში.

თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია, კონკრეტულად როგორ ვეხმარებით თითოეულ ბენეფიციარს თქვენ მიერ გაღებული თანხით, გთხოვთ, მოგვწეროთ მელზე: info@rdfg.ge

მუდმივად განახლებული ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც თქვენ მიერ გაღებული თანხით ვეხმარებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rdfg.ge და www.tetritskarolag.ge

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – თავმჯდომარე, RDFG; vgrigolashvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge
ნელი რევაზიშვილი – სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, RDFG; nrevazishvili@rdfg.ge