ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი

ახალგაზრდები საკუთარ თემში უკეთესი მომავლის შექმნაზე ზრუნავენ

პროექტ EDKK-ს ფარგლებში დაფინანსებული მიკრო სათემო პროექტების განხორციელება წარმატებით დასრულდა. კოდის, შაუმიანის, საგარეჯოს, წინწყაროსა და დმანისის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) წევრებმა საკუთარი აქტივობებით სათემო პრობლემების მოგვარებაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული მიკრო პროექტების ფარგლებში: კოდის სოფლის ბიბლიოთეკა ახალი, თანამედროვე წიგნებით აღიჭურვა; საგარეჯოსა და წინწყაროში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრების შეკრებისა და არაფორმალური აქტივობებისთვის საკლუბო ოთახი მოეწყო; დმანისში სხვადსხვა

მეტი →

ახალგარზდა ფერმერთა ცენტრის წევრებმა „ინოვაციების ბანაკში“ მიიღეს მონაწილეობა

კოდის, შაუმიანის, საგარეჯოსა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებმა Junior Achievement საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ინოვაციების ბანაკში“ მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც სოფლად თუ რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოსწავლეები: ანა გულედანი, ნატო მეზვირშვილი და თორნიკე ბერძენიშვილი.

მეტი →

ქვემო ქართლში სათემო პროექტების კონკურსი წარმატებით დასრულდა

პროექტ EDKK-ს ფარგლებში სათემო პროექტების მიკრო საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც დმანისში, წინწყაროში, კოდაში, საგარეჯოსა და შაუმიანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი ახალგაზრდების ჩართულობით თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად.  მასში  ის ხუთი სკოლა მონაწილეობდა, რომლებშიც ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები მდებარეობს. მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წარადგინეს, რომელიც RDFG-ს თამანშრომლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ განიხილა. საბოლოოდ თითო სკოლიდან 2-2 გამარჯვებული პროექტი

მეტი →

შაუმიანის #2-ე საჯარო სკოლის გამწვანების პროექტი

ჯანსაღი სასკოლო გარემო კარგად მოწყობილი საკლასო ოთახების გარდა სკოლის ეზოს მოწყობასა და გამწვანებასაც გულისხმობს.  შაუმიანის #2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეება სწორედ ამ მიზეზით  სკოლის ეზოს გამწვანება გადაწყვიტეს და RDFG-სთან ერთად მუშაობას შეუდგნენ. მეათე კლასის მოსწავლეები ნოდარი და დათო და მერვეკლასელი გოჩა შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) წევრები არიან.  მეგობრებთან ერთად ისინი მუშაობენ პროექტზე, რომელიც მათი სკოლის

მეტი →

აგრო ექსპერტის ტრენინგი შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში

ლალი გოგინავა აგრო ექსპერტია, რომელმაც სოფელ შაუმიანში, RDFG-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში (YFC) ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.  ტრენინგის მთავარი თემა ხილისა და კენკროვანი კულტურების მოყვანა იყო.  შეხვედრას უამრავი ახალგაზრდა დაესწრო, რომლებმაც საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა. „შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტისგან

მეტი →

წარმატებული ქალბატონის ისტორია ქალთა დღის აღსანიშნავად

საგარეჯოს #4 საჯარო სკოლაში შეაბიჯებთ თუ არა, ლამაზი და საინტერესო გარემო დაგხვდებათ. კედლები და თაროები დახუნძლულია ნახატებით, ლექსებით, მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით.   დერეფანში თითქმის ყველა ის ჯილდოა გამოფენილი, რაც ამ სკოლის მოსწავლეებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მიუღიათ. ასეთი გარემო სკოლის დირექტორის, ნელი ბალახაშვილის დამსახურებაა. მანამ, სანამ 2007 წელს სკოლის დირექტორი გახდებოდა, 35 წლის განმავლობაში

მეტი →

ახალგაზრდები სათემო პრობლემის მოგვარებას იწყებენ

პროექტ EDKK-ს (“ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“) ფარგლებში შაუმიანის N2 -ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა შეხვედრაზე საკუთარი თემის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების სამოქმედო გეგმის შედგენაში ბავშვებს RDFG-ს თანამშრომელი და ფასილიტატორი თეა მხეიძე დაეხმარა. გარდა შაუმიანისა,

მეტი →

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ტრენინგი

კახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ჩამოყალიბების თემაზე ტრენინგი გაიარეს. ერთდღიან ტრენინგს, რომელიც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით კოდის სათემო ცენტრში ჩატარდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი რუსუდან თევზაძე უძღვებოდა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია და გაიზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების გააქტიურებას და რა არის უშუალოდ

მეტი →

არქივი