ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი

ევროკავშირის წარმომადგელები თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

13 მარტი, თეთრიწყარო – ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი, ქნ. სუსანა მარაზუელა ასპიროზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბნ. ნოდარ კერესელიძემ,

მეტი →

საგარეჯოს YFC -ს მოსწავლეები ახალგაზრდა ბიო მეურნეს ესტუმრნენ

კამპანია “Look and Learn”-ის ფარგლებში, საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC ) ბავშვები ახალგაზრდა ბიო მეურნეს, ნოდარ ლატიბაშვილს ესტუმრნენ. ნოდარი საგარეჯოს მახლობლად, საკუთარი ხელით აშენებულ ნამჯის სახლში ცხოვრობს. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ეკოლოგიურად სუფთა ნამჯის სახლი და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. ნამჯა მკვდარი ღეროვანი მასალაა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება. აღნიშნული მასალით შესაძლებელია

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები იქმნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ჩამოყალიბება დაიწყო. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფერმერთა ცენტრები ბოგვის, სამღერეთის, ხაიშის და თეთრიწყაროს #2 სკოლებში ფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და

მეტი →

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC) აგრარული უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ ღია კარის დღეს, RDFG-ს პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) მოსწავლეები დაესწრნენ.  ბავშვებმა უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ლაბორატორიების პრაქტიკულ-საჩვენებელ პრეზენტაციასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სფეროს სხვადასხვა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოეწყო. გარდა ამისა, მოსწავლეებმა საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ნიადაგმცოდნეობის, მინერალოგიის, დენდროლოგიის, ენტემოლოგიის, მეაბრეშუმეობის, მიკოლოგიის, ზოოლოგიისა და

მეტი →

RDFG ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

19 დეკემბერს, პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, RDFG კამპანიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიება „ფაბრიკაში“ გაიმართა და მასში პროექტის ორგანიზატორებმა, პარტნიორებმა, მონაწილეებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. RDFG-ს ჩართულობით პროექტის ფარგლებში გამწვანების აქციები მოეწყო და კახეთისა და ქართლის 5 სკოლის ეზოში ელდარის ფიჭვის 200 ნერგი დაირგო. სკოლები პროექტ EDKK-დან შეირჩა. RDFG-ს წარმომადგენელმა ნინო

მეტი →

RDFG სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ინიციატივას უერთდება

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ პროექტის ფარგლებში კახეთისა და ქვემო ქართლის 5 სკოლაში გამწვანების აქციები მოეწყო. საგარეჯოს, დმანისის, კოდის, წინწყაროსა და შაუმიანის სკოლების მოსწავლეებმა ელდარის ფიჭვის 200 ნერგი დარგეს. გაკვეთილების შემდეგ ბავშვებმა სამუშაო იარაღებით სკოლის ეზოს მიაშურეს და ნერგები წინასწარ მომზადებულ ორმოებში მოათავსეს. მოსწავლეებისა, მასწავლებლებისა  და RDFG-ს  თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით, გამწვანების აქციებმა წარმატებით ჩაიარა. აღნიშნული

მეტი →

გამწვანების აქცია შაუმიანში

შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოაწყვეს. ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, რათა სკოლის ეზოში მარადმწვანე ნაძვისა და ფიჭვის 30 ნერგი დაერგოთ.  ბავშვებს სამუშაო პროცესში ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერები და შაუმიანის სკოლის მასწავლებლები ეხმარებოდნენ. „აქცია შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ინიციატივით მოეწყო. იდეა ბავშვებისგან წამოვიდა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სკოლის

მეტი →

პოლონელი მოხალისეები შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში

შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს (YFC) 10 პოლონელი მოხალისე ესტუმრა.  მოხალისეებმა ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს იმ  პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც პოლონელი ფერმერები იყენებენ და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მსგავს კლუბებზე, სადაც  მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. თავის მხრივ, შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) წევრმა მოსწავლეებმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილება და ინტერესები გააცნეს. შეხვედრამ საინტერესო თამაშებისა

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტს გაეცნენ

2017 წლის 1 აგვისტოს, ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა თეთრიწყაროს მუზეუმში მოიყარეს თავი და როგორც აღნიშნული პროექტის, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული სხვა პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ასოციაციების „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ (GYE) ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შედგა.

მეტი →

RDFG-ს გუნდს მოხალისეები შეუერთდნენ

პროექტ EDKK-ს  ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს მოხალისეები შეუერთდნენ, რომლებიც ცენტრის წევრებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარებიან. ხუთი მოქმედი ცენტრიდან (კოდა, წინწყარო, შაუმიანი, საგარეჯო, დმასინი) თითოეულ მათგანს თითო მოხალისე შეემატა. გოგონებს სათემო პროექტების განხორციელებისა და მოხალისეობრივი აქტივობების ორგანიზების კუთხით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ. მათი პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან სწორად ამ გამოცდილების გაზიარებით დაიწყო,

მეტი →

არქივი