ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ის ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიება კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ აისში გაიმართა

2019 წლის 24 ივნისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ის ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიება კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ აისში გაიმართა. ახალგაზრდული ბანაკის მიზანია RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) წევრების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობისა და პროფესიული განათლების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც პროფესიული კოლეჯი აისი მასპიძლობს, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამხარეო განვითარების ასოციაციამ (RDFG) გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდული ღონისძიება ჩაატარა

30-ზე მეტმა ახალგაზრდა ფერმერმა და წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდულ ღონისძიებაში გენდერულ საკითხებზე, რომელიც 4 დეკემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება. რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა და თანაბარი უფლებები ქალებისა და მამაკაცებისათვის, რა

მეტი →

„ახალგაზრდული ევროპული კვირეული“ თეთრიწყაროში

მარნეულში გამართული ევროპის დღის ღონისძიების შემდეგ, RDFG-იმ ევროკავშირის ახალგაზრდულ პროექტთან ერთად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ევროპულ კვირეული გახსნა. 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ ევროკავშირის, ვროკავშირის სამეზობლო ახალგაზრდული ქსელისა და “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ინიციატივის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც EU Neighbors East ახორციელებს.

მეტი →

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერები სოფელ ასურეთში რთველის დღესასწაულს შეუერთდნენ

2018 წელს ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობის წელს აღნიშნავს და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ აქტივობებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრებთან ერთად შეუერთდა. 29 სექტემბერს, RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის EU Neighbours East-ის ინიციატივის “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ წევრები ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთს ესტუმრნენ და რთველში

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG-იმ თეთრიწყაროში ახალგაზრდული ღონისძიება მოაწყო

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ERASMUS + ის პროექტთან თანამშრომლობით, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ ახორციელებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ღონისძიება მოაწყო. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავდა თეთრიწყაროს ახალგზრდებისთვის ევროპული ღირებულებებისა და კულტურის გაცნობას და ინფორმაციის

მეტი →

RDFG-მ ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ თეთრიწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღე აღნიშნა

მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღესთან დაკავშირებით, 6 ივლისს  RDFG-იმ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებისთვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს, რომელსაც სამღერეთის, ხაიშისა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრები ესწრებოდნენ, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი უძღვებოდა. ტრენინგზე ახაგაზრდები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ბიო პროდუქციის წარმოება, კვების პროდუქტების

მეტი →

“მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებისთვის

22 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბაზაზე RDFG-სა და „AIESEC საქართველოს’’ თანამშრომლობით ‘’მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი’’ ჩატარდა. სასესიო თემები შეეხებოდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო მიზნებს, კერძოდ კი ხარისხიან განათლებას, ადვოკატირებასა და სიღარიბის შემცირებას.  ღონისძიება ერთდროულად მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში (კოდა, წინწყარო, ხაიში, ბოგვი, სამღერეთი და თეთრიწყაროს #2 სკოლა) ჩატარდა და მასში ფერმერთა ცენტრების 110-ზე მეტმა

მეტი →

შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან

EDKK პროექტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბენეფიციარები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ფერმერული მეურნეობების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. რატომ უნდა გახდე ფერმერი და რამდენად მნიშვნელოვანია აგრო მეწარმეობა ქვეყნისთვის – სწორედ ამ თემების შესახებ ისაუბრა ქალბატონმა ნინომ შეხვედრაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. „ბავშვებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი მოტივირებულები არიან, თუმცა

მეტი →

EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგები ტარდება

პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში (YFC) მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგებისთვის RDFG-მ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები მათთვის  YFC -ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.  შედეგად, მშობლები და იმ სკოლების პედაგოგები, რომელთა ბაზაზეც ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს, ხელს შეუწყობენ ცენტრების მდგრადობასა და ბავშვების ჩართულობას YFC -ის აქტივობებში. „ამ წამოწყებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ცენტრების გრძელვადიანად ფუნქციონირებას. ცენტრები გარდაიქმნება ცოცხალ

მეტი →

EDKK-ს ფარგლებში ახალი სათემო პროექტების მიღება დაიწყო

RDFG-ს პროექტ EDKK-ში სათემო პროექტების მიღების მეორე ფაზა დაიწყო. კოდის, დმანისის, წინწყაროს, შაუმიანისა და საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაში წვლილი შეიტანონ. ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, EDKK-ს გუნდმა პროექტის წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტექნოპარკმა უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი

მეტი →

არქივი