სოციო-ეკონომიკური განვითარება

ლატვიის ლაგების წარმომადგენლები თეთრიწყაროს, ბორჯომისა და ლაგოდეხის ლაგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

27 აგვისტოს, RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, თეთრიწყაროს ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) ბორჯომისა და ლატვიის ლაგების წევრები ესტურმნენ და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიება RDFG-ისა და მერსი ქორის ორგანიზებით გაიმართა. 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლატვიელებმა თეთრიწყარო, ბორჯომი და ლაგოდეხი მოინახულეს და მერსი ქორის, RDFG-ისა და CARE_ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი დამსაქმებელთა ტური მოეწყო

პარასკევს, 7 სექტემბერს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში წარმოდგენილ მსხვილ დამსაქმებელთა კიდევ ერთი წარმატებული ტური შედგა. ამჯერად წარმოდგენილნი იყვნენ: შპს. ჯიბე ქეშ&ქერი, შპს HR პარტნერსი, UGT, ქებული კლიმატისა, ბაუმარკეტების ქსელი, კრედო ბანკი და თეგეტა მოტორსი. ტურები მიზნად ისახავს დამსაქმებელთათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროში DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდა საზეიმოდ გაიხსნა

თეთრიწყაროში,  RDFG-ს ოფისში DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) საინფორმაციო რესურს მაგიდა გაიხსნა. შედეგად თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები თეთრიწყაროს მოსახლეობას DCFTA-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, აუხსნიან, თუ როგორ უნდა მოიყვანონ საკუთარი პროდუქცია შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და შეძლონ წვდომა ევროპულ ბაზარზე. შეხვედრას თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია

მეტი →

“მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებისთვის

22 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბაზაზე RDFG-სა და „AIESEC საქართველოს’’ თანამშრომლობით ‘’მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი’’ ჩატარდა. სასესიო თემები შეეხებოდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო მიზნებს, კერძოდ კი ხარისხიან განათლებას, ადვოკატირებასა და სიღარიბის შემცირებას.  ღონისძიება ერთდროულად მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში (კოდა, წინწყარო, ხაიში, ბოგვი, სამღერეთი და თეთრიწყაროს #2 სკოლა) ჩატარდა და მასში ფერმერთა ცენტრების 110-ზე მეტმა

მეტი →

შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან

EDKK პროექტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბენეფიციარები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ფერმერული მეურნეობების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. რატომ უნდა გახდე ფერმერი და რამდენად მნიშვნელოვანია აგრო მეწარმეობა ქვეყნისთვის – სწორედ ამ თემების შესახებ ისაუბრა ქალბატონმა ნინომ შეხვედრაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. „ბავშვებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი მოტივირებულები არიან, თუმცა

მეტი →

საქართველოს სოფლის პრიორიტეტებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს

თეთრიწყარო. 17 მაისი 2018 – მთავრობისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე თეთრიწყაროში RDFG-ს ოფისში იმსჯელეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურისა და სპორტის

მეტი →

პროექტ EDKK-ში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება იწყება

პროექტ EDKK-ის ერთ-ერთ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით,  EDKK-ს ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსს, დავით მამუკელაშვილს შეხვდნენ.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე ჯგუფებმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ექვსი დასახლებიდან: კოდა, წინწყარო, შაუმიანი, ბოლნისი, დმანისი, საგარეჯო. სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტექნიკური პროცედურების, საგადასახადო შეღავათების, პროექტების,

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა იწყება

19 აპრილს, RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დასაქმების პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამის მრჩეველმა, ლელა მაისურაძემ და მენტორმა, ანა ხუციშვილმა დაინტერესებულ პირებს პროგრამის მეთოდოლოგიისა და პირველი ფაზის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნული პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმუშევარი პირების  დასაქმებაში ხელშეწყობას ემსახურება.  პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას: მოკლევადიან (ორდღიან) ტრენინგებს სამუშაოს მაძიებელთათვის, ინოვაციურ ხუთ თვიან დასაქმების

მეტი →

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის LAG-ებს უმასპინძლა

RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს (LAG) ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის განვითარების ჯგუფები ესტუმრნენ. ღონისძიება თეთრიწყაროს და ყაზბეგის LAG-ების ორგანიზებით გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. როგორც RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, ნელი რევაზიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა LAG-ებისთვის, რადგან

მეტი →

EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგები ტარდება

პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში (YFC) მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგებისთვის RDFG-მ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები მათთვის  YFC -ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.  შედეგად, მშობლები და იმ სკოლების პედაგოგები, რომელთა ბაზაზეც ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს, ხელს შეუწყობენ ცენტრების მდგრადობასა და ბავშვების ჩართულობას YFC -ის აქტივობებში. „ამ წამოწყებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ცენტრების გრძელვადიანად ფუნქციონირებას. ცენტრები გარდაიქმნება ცოცხალ

მეტი →