სოციო-ეკონომიკური განვითარება

საქართველოს სოფლის პრიორიტეტებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს

თეთრიწყარო. 17 მაისი 2018 – მთავრობისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე თეთრიწყაროში RDFG-ს ოფისში იმსჯელეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურისა და სპორტის

მეტი →

პროექტ EDKK-ში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება იწყება

პროექტ EDKK-ის ერთ-ერთ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით,  EDKK-ს ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსს, დავით მამუკელაშვილს შეხვდნენ.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე ჯგუფებმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ექვსი დასახლებიდან: კოდა, წინწყარო, შაუმიანი, ბოლნისი, დმანისი, საგარეჯო. სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტექნიკური პროცედურების, საგადასახადო შეღავათების, პროექტების,

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა იწყება

19 აპრილს, RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დასაქმების პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამის მრჩეველმა, ლელა მაისურაძემ და მენტორმა, ანა ხუციშვილმა დაინტერესებულ პირებს პროგრამის მეთოდოლოგიისა და პირველი ფაზის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნული პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმუშევარი პირების  დასაქმებაში ხელშეწყობას ემსახურება.  პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას: მოკლევადიან (ორდღიან) ტრენინგებს სამუშაოს მაძიებელთათვის, ინოვაციურ ხუთ თვიან დასაქმების

მეტი →

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის LAG-ებს უმასპინძლა

RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს (LAG) ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის განვითარების ჯგუფები ესტუმრნენ. ღონისძიება თეთრიწყაროს და ყაზბეგის LAG-ების ორგანიზებით გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. როგორც RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, ნელი რევაზიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა LAG-ებისთვის, რადგან

მეტი →

EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგები ტარდება

პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში (YFC) მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგებისთვის RDFG-მ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები მათთვის  YFC -ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.  შედეგად, მშობლები და იმ სკოლების პედაგოგები, რომელთა ბაზაზეც ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს, ხელს შეუწყობენ ცენტრების მდგრადობასა და ბავშვების ჩართულობას YFC -ის აქტივობებში. „ამ წამოწყებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ცენტრების გრძელვადიანად ფუნქციონირებას. ცენტრები გარდაიქმნება ცოცხალ

მეტი →

თეთრიწყაროში RDFG-ს დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა. დასკვნითი ღონისძიება RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში გაიმართა. პროგრამის პირველი ფაზის შედეგად, 20 მონაწილიდან 8 უკვე დასაქმდა, დანარჩენები კი აქტიურად აგრძელებენ სამუშაოს ძიებას. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელებმა შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

მეტი →

EDKK-ს ფარგლებში ახალი სათემო პროექტების მიღება დაიწყო

RDFG-ს პროექტ EDKK-ში სათემო პროექტების მიღების მეორე ფაზა დაიწყო. კოდის, დმანისის, წინწყაროს, შაუმიანისა და საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაში წვლილი შეიტანონ. ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, EDKK-ს გუნდმა პროექტის წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტექნოპარკმა უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი

მეტი →

ევროკავშირის წარმომადგელები თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

13 მარტი, თეთრიწყარო – ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი, ქნ. სუსანა მარაზუელა ასპიროზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბნ. ნოდარ კერესელიძემ,

მეტი →

საგარეჯოს YFC -ს მოსწავლეები ახალგაზრდა ბიო მეურნეს ესტუმრნენ

კამპანია “Look and Learn”-ის ფარგლებში, საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC ) ბავშვები ახალგაზრდა ბიო მეურნეს, ნოდარ ლატიბაშვილს ესტუმრნენ. ნოდარი საგარეჯოს მახლობლად, საკუთარი ხელით აშენებულ ნამჯის სახლში ცხოვრობს. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ეკოლოგიურად სუფთა ნამჯის სახლი და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. ნამჯა მკვდარი ღეროვანი მასალაა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება. აღნიშნული მასალით შესაძლებელია

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები იქმნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ჩამოყალიბება დაიწყო. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფერმერთა ცენტრები ბოგვის, სამღერეთის, ხაიშის და თეთრიწყაროს #2 სკოლებში ფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და

მეტი →

არქივი