სოციო-ეკონომიკური განვითარება

USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამის მხარდამჭერები არიან აწარმოე

მეტი →

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებს ესტუმრნენ

2019 წლის 17 სექტემბერს, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ჟურნალისტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ განხორციელებულ სოფლის განვითარებას პროექტებს გაეცნენ. სტუმრები შეხვდნენ თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის RDFG-ის წარმომადგენლებს. ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს

მეტი →

RDFG-ის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში

2019 წლის 15 სექტემბერს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის საქმეში ჩართვა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა ეთნოგრაფიული მასალების, ტრადიციული რეწვის, ფერწერული ტილოების, მოზაიკებისა და სხვა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

მეტი →

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული 5 პროექტი საგრანტო თანხით დაჯილდოვდა

2019 წლის 7 სექტემბერს, RDFG-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პირველი ფაზის დახურვის ცერემონია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გაიმართა, რომლის ფაგრლებშიც საგრანტო კომისიამ წარმოდგენილი 14 სამეწარმეო ბიზნეს იდეა შეაფასა, რის შემდეგაც გამოვლენილ გამარჯვებულ 5 პროექტს 10 000, 6 000, 6 462, 3 000 და 3 600 ლარის ოდენობის საგრანტო თანხა გადაეცა. პროექტს ასოციაცია სამხარეო

მეტი →

თეთრიწყაროს, ლაგოდეხისა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ლატვიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

2019 წლის 21-25 აგვისტოს, ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტის “საცხენოსნო ინდუსტრია: შესაძლებლობები დღეს და მომავალში” ფარგლებში, თეთრიწყაროს, ლაგოდეხისა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს (LAG) ლატვიის ლაგმა უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საცხენოსნო ინდუსტრიის მოწყობისა და განვითარების კუთხით ლატვიის გამოცდილების გაზიარება და საკანონმდებლო რეგულაციების გაცნობა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), CARE-ის და Mercy Corps-ის

მეტი →

GCCI-სა და RDFG-ის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, RDFG გურიას ესტუმრა

2019 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და RDFG-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, RDFG-ის თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას შეხვდა. ღონისძიებაზე მხარეებმა გურიის მხარის განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, RDFG-ს თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას RDFG-ის მიერ განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების შესახებ უამბო და ის ძირითადი მიმართულებები

მეტი →

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები სამეწარმეო ბანაკში ჩატარებულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრნენ

2019 წლის 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე, რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ფარგლებში, შერჩეული 17 სამეწარმეო იდეის ავტორი ბაზალეთში მოწყობილ ერთკვირიან სამეწარმეო ბანაკში გამართულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრო, სადაც თავიანთი იდეების ბიზნეს პროექტებად გადაქცევაზე იმუშავეს. ბანაკის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს ახალგაზრდა სტარტაპერები და სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლები შეხვდნენ,  რომლებმაც თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და პროექტის მონაწილეებს განუმარტეს, რისი

მეტი →

RDFG-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 31 ივლისს, ასოციაციას სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ფინანსური საკითხების შესახებ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ფინანსების

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა

2019 წლის 26 ივლისს, თოკების პარკის ატრაქციისა და ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის, ასევე, წარმატებული საგრანტო აპლიკანტებისათვის აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. თავდაპირველად, ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა დაგეგმილი ტურის ფარგლებში  სივრცე დაათვალიერეს. აღნიშნულის შემდეგ, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის

მეტი →

RDFG-სა და ფინკა ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 17 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და ფინკა ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან აქტიურად ითანამშრომლონ მოწყვლადი მოსახლეობის სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაძლიერებად. ღონისძიებაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ არაფორმალური განათლების და დასაქმების პროგრამების შემდგომი სრულყოფა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა სექტორის დამსაქმებლების ერთიანი და ეფექტური ძალისხმევით, მათ შორის კერძო

მეტი →

არქივი