სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს

ევროკავშირის მხარდაჭერით, ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა. ამის შესახებ, საგრანტო ხელშეკრულება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ივანე გრიგოლაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და საკონსულტაციო ჯგუფ „GFA”-ს წარმომადგენელმა რამაზ გოხელაშვილმა მოაწერეს. „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ

მეტი →

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მხარდაჭერით შიდა ქართლში ახალგაზრდულ პროექტს იწყებს

21 თებერვალს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროექტის გახსნის ღონისძიება ჩაატარა. ახალგაზრდული პროექტი „ინოვაცია და ჩვენ” შიდა ქართლის რეგიონში ევროკავშირის პროგრამის EU4YOUTH ფარგლებში განხორციელდება Save the Children – ისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ინოვაციური მოდელის დანერგვის გზით, დაეხმაროს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიმართა

პარასკევს, 28 სექტემბერს, ქვემო ქართლის 20-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა და 200-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა რეგიონალურ დასაქმების ფორუმში, რომელიც ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩაატარა. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი

მეტი →

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებმა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები შეაჯამეს

ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. შეხვედრის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსის პროცესების მიმოხილვა და კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა და დამტკიცება. შეხვედრას დაესწრებიან RDFG-ის წარმომადგენლები,

მეტი →

RDFG-ის წარმომადგენლების ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

9 აგვისტოს, ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“(RDFG) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა და  რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. RDFG-იმ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო და ორგანიზაციის მიერ რეგიონალური განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ორგანიზაციის მიზანი თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება

მეტი →

ახალგაზრდები სათემო პრობლემის მოგვარებას იწყებენ

პროექტ EDKK-ს (“ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“) ფარგლებში შაუმიანის N2 -ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა შეხვედრაზე საკუთარი თემის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების სამოქმედო გეგმის შედგენაში ბავშვებს RDFG-ს თანამშრომელი და ფასილიტატორი თეა მხეიძე დაეხმარა. გარდა შაუმიანისა,

მეტი →

დასაქმების პროგრამა “Employment Shuttle” გრძელდება

ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართვლოთვის“ (RDFG) გორის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით სექტემბრიდან დასაქმების პროგრამას იწყებს. პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება და ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და სამსახურის მოძიებაში დაეხმარება. აღნიშნული პროგრამის საცდელი ეტაპი „Employment Shuttle“ პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს, 

მეტი →

,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს შეხვდა

27 იანვარს, ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” წარმატებულად ჩაერთო 24 ორანიზაციისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეთათვის ორგანიზებულ რესურსების გამოფენაში კაჭრეთის ამბასადორში და გაუზიარა მოხალისეებთან თანამშრომლობის პრაქტიკა მომავალ პარტნიორებსა და კოლეგებს. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და და მშვიდობის კორპუსი დირექტორი სტივენ სმიტი. ერთობლივად განხილული იქნა არსებული და სამომავლო პროგრამები, აქტივობები და სამომავლო

მეტი →

RDFG–ი ახალ ფერმერთა გაერთიანებებს და სადემონსტრაციო ნაკვეთები აყალიბებს

ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ პარტნიორი ფერმერებისა და ფერმერთა გაერთიანებების ფორმირების მეორე ეტაპი დაასრულა, რომელიც მცხეთა– მთიანეთის დევნილთა რვა დასახლებასა და მასპინძელ თემში მცირე ფერმების დაარსებას ითვალისწინებს. ამ რაუნდის ფარგლებში RDFG-მ სამიზნე თემებში რვა სადემონსტრაციო ნაკვეთი და ექვსი ფერმერთა გაერთიანება შექმნა: სამი მეფუტკრეობის ფერმა ბაზალეთისა და საგურამოს დევნილთა დასახლებებში, ორი ქათმის ფერმა წილკნისა და ფრეზეთის

მეტი →

RDFG –ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების მიერ ახალგაზრდული მიკრო პროექტების შერჩევისა და დაჯილდოვების მეორე რაუნდი

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დაასრულა ახალგაზრდული მიკრო პროექტების შერჩევისა და დაჯილდოვების მეორე რაუნდი, რომლებიც შემუშავდა მცხეთა–მთიანეთის ხუთ სკოლაში მოქმედი RDFG –ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების მიერ. სულ წარდგენილი 18 პროექტიდან შეირჩა შემდეგი ხუთი პროექტის იდეა: წეროვანში „ჩემი თვალით დანახული სოფლის მეურნეობა“ ფოტოკონკურსის მოწყობა, საგურამოში სატრენინგო ოთახის აღჭურვა, დუშეთში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ბაზალეთში სასწავლო

მეტი →

არქივი