Life Georgia

ბიზნეს გრანტების მხარდამჭერი მექანიზმების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ბიზნეს გრანტების მხარდამჭერი მექანიზმების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო შეიმუშავა. სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტ LIFE Georgia-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით) ფარგლებში. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია პროექტის განმავლობაში გამოვლენილი საუკეთესო, პრაქტიკის, გამოცდილებისა და მიდგომების შეჯამება. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით ახლად შექმნილი

მეტი →

გორში „BDC აკადემია“ გაიხსნა

პროექტ LIFE Georgia-ს  გრანტის საფუძველზე გორში „BDC აკადემიის“ ფილიალი გაიხსნა, სადაც იმავე პროექტის  დასაქმების პროგრამის 8 ბენეფიციარი დასაქმდა. ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს გრანტებს გასცემდა. სწორედ ერთ-ერთი გრანტის საფუძველზე გაიხსნა „BDC აკადემიის“  გორის ფილიალი. გახსნის ცერემონიას აკადემიის დირექტორთან და თანამშრომლებთან ერთად RDFG-ს თავმჯდომარე ვანო

მეტი →

პროექტი „LIFE Georgia“ დასრულდა

13 სექტემბერს ქალაქ სენაკში პროექტ „LIFE Georgia“-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული   და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით)  დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას პროექტის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენეფიციარები და პროექტის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა დაბა ჯვარში მდებარე პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ მოინახულეს, სადაც პროექტის ფარგლებში  ბენეფიციარებმა პროფესიული კურსები გაიარეს.

მეტი →

პროექტ „LIFE Georgia”-ს მონაწილეებს სასოფლო-სამეუნეო ინვენტარი გადაეცათ

ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის „LIFE Georgia”-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით)  ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი გადაეცათ. 14 ერთეული ინვენტარით შიდა ქართლის მასშტაბით 2 საშუალო და 5 მცირე ბიზნეს ინიციატივა დაჯილდოვდა.  პროექტის მონაწილეებს ინვენტარი ასოციაციის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა გადასცა. პროექტ

მეტი →

დასაქმების პროგრამა “Employment Shuttle” გრძელდება

ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართვლოთვის“ (RDFG) გორის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით სექტემბრიდან დასაქმების პროგრამას იწყებს. პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება და ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და სამსახურის მოძიებაში დაეხმარება. აღნიშნული პროგრამის საცდელი ეტაპი „Employment Shuttle“ პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს, 

მეტი →

გორში გამართული დასაქმების ფორუმი წარმატებით ჩატარდა

გორში 13 მაისს მასშტაბური დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელიც ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით მოეწყო. აღნიშნული დასაქმების ფორუმი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა განსაკუთრებული აქტიურობით  გამოირჩეოდა და რეგიონისათვის უპრეცედენტო იყო. დამსაქმებლების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მოღვაწე 40-მდე მსხვილმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორიდან, როგორიცაა: საფინანსო, ნავთობპროდუქტები, ფარმაცია, წარმოება,

მეტი →

დასაქმების ფორუმი შიდა ქართლში

ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით 2016 წლის 13 მაისს დასაქმების ფორუმს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ატარებს. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე ოცდაათამდე მსხვილი კომპანია მოქმედი ვაკანსიებით. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ დასაქმების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://worknet.gov.ge და მიიღონ მოსაწვევი

მეტი →

RDFG-ის გუნდი “Black Sea Group“-ს დასაქმებულთა სანახავად ეწვია

RDFG-თან თანამშრომლობის შედეგად ბევრი წარმატების ისტორია იქმნება. სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ,,ბლექ სი გრუპში“ დასაქმებული ბენეფიციარებიც, რომელთაც დღეს უკვე თავიანთ ახალ სამუშაო ადგილას “Black Sea Group“-ის გომის საწარმოო ბაზაზე ასოციაცია “RDFG“-ის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი თავის გუნდთან ერთად ეწვია.   შეხვედრა აგარა-გომის მშენებარე  საავტომობილო გზატკეცილის გაუმჯობესების პროექტის დირექტორ ნაბილ შმაისანსა და პროგრამა “Employment Shuttle“-ის ფარგლებში შერჩეულ

მეტი →

“RDFG” დასაქმების ფორუმის მოსამზადებელ სამუშაო შეხვედრას მართავს

22 აპრილს, ბორჯომში, ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) სასტუმრო „Rixos ბორჯომში“ დასაქმების ფორუმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ მიზანს მაისში შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი დასაქმების ფორუმში მონაწილე პოტენციური დამსაქმებლების მოლოდინების გაგება წარმოადენდა. სამუშაო შეხვედრას ოცზე მეტი მსხვილი კომპანიის ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა დასაქმების ფორუმის ორგანიზების საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა და მონაწილეობისას

მეტი →

RDFG საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორებს კვლავ ეხმარება

ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის,“ ევროკავშირის პროექტის “LIFE GEORGIA”-ს დაფინანსებით მცირე და საშუალო ბიზნესის საუკეთესო იდეების ავტორებს საჭირო აღჭურვილობები გადასცა შიდა ქართლში. პროექტი „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით – LIFE Georgia“ საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლსა და სამეგრელოში) ორგანიზაცია “ACF“-ის (“მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”) ხელმძღვანელობით ორგანიზაციათა კონსორციუმის

მეტი →

არქივი