ENPARD

ჯეოსელის წარმომადგენლები სტუმრად დასაქმების პროგრამაში

13 თებერვალს თეთრიწყაროს დასაქმების პროგრამას კომპანია ჯეოსელის ადამიანური რესურსების მენეჯერი, სალომე კიღურაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თაკო როდონაია ესტუმრნენ. კორპორაციული მოხალისეობის ფარგლებში სალომე კიღურაძემ პროგრამის მონაწილეებს საინტერესო სესია ჩაუტარა და სასარგებლო რჩევები მისცა.  „როგორ მოვემზადოთ და დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე“  – აღნიშნული სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც სამუშაოს მაძიებელი  უნდა აკმაყოფილებდეს. დასაქმების

მეტი →

კორპორაციული მოხალისის სტუმრობა და იმიტირებული გასაუბრება დასაქმების პროგრამაში

RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში დასაქმების პროგრამა გრძელდება. პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამი თვის წინ დაიწყო. სესიები კვირაში ორჯერ იმართება და პროგრამის მენტორის გარდა მას მოწვეული სტუმრები და კორპორაციული მოხალისეები, დასაქმებასა და თვითდასაქმებასთან დაკავშირებული სფეროების სპეციალისტები

მეტი →

თეთრიწყაროში RDFG-მ დასაქმების პროგრამა დაიწყო

ევროკავშირისა და RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა დაიწყო. მონაწილეობის მსურველთაგან 20  სამუშაოს მაძიებელი შეირჩა, რომლებიც 5 თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დასაქმებისათვის საჭირო უნარებს განივითარებენ და კარიერის დაგეგმვას ისწავლიან. 9 ნოემბერს, დასაქმების პროგრამის მონაწილეებმა თეთრიწყაროში მიმდინარე პროექტის მენეჯერს ნელი რევაზიშვილს უმასპინძლეს. ქ-ნმა ნელიმ მათ

მეტი →

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სტუმრად თეთრიწყაროში

13 ოქტომბერს, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG)  წევრები და სოფლის განვითარების პროექტის წარმომადგენლები თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს ყაზბეგის LAG-ის მიერ თეთრიწყაროს LAG -ისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი იყო LAG-ის წევრი და რა წვლილი შეაქვს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში. ყაზბეგის LAG-ის

მეტი →

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ

17-24 სექტემბერს, RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებმა ლიტვაში, გაცვლით სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაცია ლიტვის 7 მუნიციპალიტეტის LAG-ებს სტუმრობდა. ვიზიტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისათვის LEADER მიდგომის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული მაგალითების გაცნობას ისახავდა მიზნად. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები ლიტვური LAG-ების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს გაეცნენ და მათი

მეტი →

RDFG-მ საქართველოს LAG-ების ასოციაციის (GALAG) მხარდამჭერ კომუნიკეს მოაწერა ხელი

RDFG-ს თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) მხარდამჭერ კომუნიკეს მოაწერა ხელი.  ასოციაცია გააერთიანებს საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს და აქტიურად ითანამშრომლებს ევროპის LAG-ების ასოციაციასთან საქართველოში სოფლის განვითარების ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად. „კომუნიკეზე ხელმოწერით RDFG-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ  ევროპაში აპრობირებული LEADER მიდგომის განხორციელებას საქართველოში,

მეტი →

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში RDFG-მ საქართველოს სახელით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12-14 სექტემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საერთაშორისო კონფერენცია “Networking works” გაიმართა, რომელშიც ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის, RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მონაწილე ქვეყნების ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ე.წ. LAG-ების წარმომადგენლების ერთმანეთისთვის გაცნობასა და მათ შორის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. RDFG ევროკავშირის

მეტი →

გაცვლითი სასწვალო ვიზიტი ლიტვაში

RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლები ლიტვაში გაემგზავრნენ. ერთკვირიანი გაცვლითი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ისინი ლიტვის სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ და ადგილობრივ LAG-ებს მოინახულებენ, რათა  მათ სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს გაეცნონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ. სასწავლო ვიზიტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის,  სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 

მეტი →

დასაქმების პროგრამის ღია კარის დღე ENPARD-ის პროექტის ფარგლებში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ს დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. პროექტის მრჩეველმა დასაქმების საკითხებში ქ-ნმა ლელა მაისურაძემ წინა ფაზებში მიღწეული შედეგებისა და პროგრამის მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრა. აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ. როგორც ლელამ აღნიშნა, პროგრამის მონაწილეთა საშუალოდ 70% დასაქმდა, დიდი ნაწილი კი ახალი მოტივაციითა და

მეტი →

თეთრიწყაროში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ხელშეწობით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, RDFG-ის მიერ ჩატარებული ინტენსიური საინფორმაციო კამპანიისა და თემთან მუშაობის შედეგად, LAG-ი 107 წევრისაგან დაკომპლექტდა. 16 აგვისტოს  ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც LAG-ის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობების  განსაზღვრას ისახავდა

მეტი →

არქივი