ENPARD

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში დამსაქმებელთა ტური მოეწყო

პარასკევს, 3 აგვისტოს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), მუნიციპალიტეტში მიმდინარე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში წარმოდგენილ მსხვილ დამსაქმებელთა ტური მოაწყო, წარმოდგენილი იყვნენ : სს „საქართველოს ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ , რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და პალიტრა მედია ჰოლდინგი.  ტური მიზნად ისახავდა დამსაქმებელთათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის

მეტი →

RDFG-მ ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ თეთრიწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღე აღნიშნა

მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღესთან დაკავშირებით, 6 ივლისს  RDFG-იმ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებისთვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს, რომელსაც სამღერეთის, ხაიშისა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრები ესწრებოდნენ, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი უძღვებოდა. ტრენინგზე ახაგაზრდები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ბიო პროდუქციის წარმოება, კვების პროდუქტების

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროში DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდა საზეიმოდ გაიხსნა

თეთრიწყაროში,  RDFG-ს ოფისში DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) საინფორმაციო რესურს მაგიდა გაიხსნა. შედეგად თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები თეთრიწყაროს მოსახლეობას DCFTA-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, აუხსნიან, თუ როგორ უნდა მოიყვანონ საკუთარი პროდუქცია შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და შეძლონ წვდომა ევროპულ ბაზარზე. შეხვედრას თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია

მეტი →

“მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებისთვის

22 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბაზაზე RDFG-სა და „AIESEC საქართველოს’’ თანამშრომლობით ‘’მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი’’ ჩატარდა. სასესიო თემები შეეხებოდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო მიზნებს, კერძოდ კი ხარისხიან განათლებას, ადვოკატირებასა და სიღარიბის შემცირებას.  ღონისძიება ერთდროულად მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში (კოდა, წინწყარო, ხაიში, ბოგვი, სამღერეთი და თეთრიწყაროს #2 სკოლა) ჩატარდა და მასში ფერმერთა ცენტრების 110-ზე მეტმა

მეტი →

საქართველოს სოფლის პრიორიტეტებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს

თეთრიწყარო. 17 მაისი 2018 – მთავრობისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე თეთრიწყაროში RDFG-ს ოფისში იმსჯელეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურისა და სპორტის

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა იწყება

19 აპრილს, RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დასაქმების პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამის მრჩეველმა, ლელა მაისურაძემ და მენტორმა, ანა ხუციშვილმა დაინტერესებულ პირებს პროგრამის მეთოდოლოგიისა და პირველი ფაზის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნული პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმუშევარი პირების  დასაქმებაში ხელშეწყობას ემსახურება.  პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას: მოკლევადიან (ორდღიან) ტრენინგებს სამუშაოს მაძიებელთათვის, ინოვაციურ ხუთ თვიან დასაქმების

მეტი →

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის LAG-ებს უმასპინძლა

RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს (LAG) ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის განვითარების ჯგუფები ესტუმრნენ. ღონისძიება თეთრიწყაროს და ყაზბეგის LAG-ების ორგანიზებით გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. როგორც RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, ნელი რევაზიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა LAG-ებისთვის, რადგან

მეტი →

თეთრიწყაროში RDFG-ს დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა. დასკვნითი ღონისძიება RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში გაიმართა. პროგრამის პირველი ფაზის შედეგად, 20 მონაწილიდან 8 უკვე დასაქმდა, დანარჩენები კი აქტიურად აგრძელებენ სამუშაოს ძიებას. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელებმა შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

მეტი →

ევროკავშირის წარმომადგელები თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

13 მარტი, თეთრიწყარო – ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი, ქნ. სუსანა მარაზუელა ასპიროზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბნ. ნოდარ კერესელიძემ,

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები იქმნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ჩამოყალიბება დაიწყო. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფერმერთა ცენტრები ბოგვის, სამღერეთის, ხაიშის და თეთრიწყაროს #2 სკოლებში ფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და

მეტი →

არქივი