ENPARD

ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, ჯონ კლარკი RDFG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტს გაეცნო

2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) განხორციელებული, სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. თავდაპირველად, ევროკავშირის დელეგაცია RDFG-ის წარმომადგენლებსა და „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის“ (LAG) წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ, თეთრიწყაროში მიმდინარე RDFG-ის ქვე-პროექტს

მეტი →

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ENPARD-ის თეთრიწყაროს პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა

6 დეკემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შუალედური შეფასების სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის განვითარების მიმართულებით დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის მიღწევების წარდგენას, საერთო გამოწვევების მოგვარების მექანიზმების განსაზღვრას და ერთობლივი გეგმის შემუშავებას საქართველოში LEADER მიდგომის პოპულარიზაციისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამხარეო განვითარების ასოციაციამ (RDFG) გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდული ღონისძიება ჩაატარა

30-ზე მეტმა ახალგაზრდა ფერმერმა და წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდულ ღონისძიებაში გენდერულ საკითხებზე, რომელიც 4 დეკემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება. რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა და თანაბარი უფლებები ქალებისა და მამაკაცებისათვის, რა

მეტი →

„ახალგაზრდული ევროპული კვირეული“ თეთრიწყაროში

მარნეულში გამართული ევროპის დღის ღონისძიების შემდეგ, RDFG-იმ ევროკავშირის ახალგაზრდულ პროექტთან ერთად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ევროპულ კვირეული გახსნა. 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ ევროკავშირის, ვროკავშირის სამეზობლო ახალგაზრდული ქსელისა და “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ინიციატივის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც EU Neighbors East ახორციელებს.

მეტი →

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

შაბათს, 5 ნოემბერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვემო ქართლში ვიზიტისას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ის მიერ განხორციელებული ENPARD თეთრიწყარს განვითარების პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს ეწვია. ელჩმა სოფელ წინწყაროში მდებარე საწარმო „შპს წინწყარო +“ მოინხაულა, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვით სხვადასხვა სახეობის ყველს აწარმოებს. საწარმომ ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამჟამად პროექტისგან

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების რიგით მეორე საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის – RDFG და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი აცხადებს რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და

მეტი →

ლატვიის ლაგების წარმომადგენლები თეთრიწყაროს, ბორჯომისა და ლაგოდეხის ლაგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

27 აგვისტოს, RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, თეთრიწყაროს ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) ბორჯომისა და ლატვიის ლაგების წევრები ესტურმნენ და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიება RDFG-ისა და მერსი ქორის ორგანიზებით გაიმართა. 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლატვიელებმა თეთრიწყარო, ბორჯომი და ლაგოდეხი მოინახულეს და მერსი ქორის, RDFG-ისა და CARE_ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG-იმ თეთრიწყაროში ახალგაზრდული ღონისძიება მოაწყო

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ERASMUS + ის პროექტთან თანამშრომლობით, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ ახორციელებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ღონისძიება მოაწყო. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავდა თეთრიწყაროს ახალგზრდებისთვის ევროპული ღირებულებებისა და კულტურის გაცნობას და ინფორმაციის

მეტი →

RDFG-ის მხარდაჭერით ამიერკავკასიის ექმითა ლიგამ თეთრიწყაროში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა

სექტებერს, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ინიციატივით, „ამიერკავკასიის ექმითა ლიგა“-სთან თანამშრომლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. თეთრიწყაროს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვების აქცია გაიმართა. აქცია ჩაატარა „ამიერკავკასიის ექმითა ლიგა“-მ. აქციის მიზანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებით უზრუნველყოფა იყო. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებების წამყვანი მედიკოსები ესტუმრნენ: ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, ანგიოლოგი,

მეტი →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი დამსაქმებელთა ტური მოეწყო

პარასკევს, 7 სექტემბერს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში წარმოდგენილ მსხვილ დამსაქმებელთა კიდევ ერთი წარმატებული ტური შედგა. ამჯერად წარმოდგენილნი იყვნენ: შპს. ჯიბე ქეშ&ქერი, შპს HR პარტნერსი, UGT, ქებული კლიმატისა, ბაუმარკეტების ქსელი, კრედო ბანკი და თეგეტა მოტორსი. ტურები მიზნად ისახავს დამსაქმებელთათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მეტი →

არქივი