ENPARD

RDFG-ის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის დღის აღსანიშნ ღონისძიებაში

2019 წლის 5 მაისს, „ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის დღის აღსანიშნ ღონისძიებაში. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სოფლის განვათარების პროექტებს – ყველის საწარმო „წინწყარო +“ – ს, ღვინის ბრენდს „ალექსანდრე დისტილერი“ და ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ „თოკების პარკის ატრაქციას“ შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პროდუქტი/სერვისი ღონისძიების სტუმრებისთვის წარედგინათ. ევროპის დღის აღსანიშნი ღონისძიების

მეტი →

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ლატვიის ლაგს უმასპინძლა

2019 წლის 3 მაისს, „ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), ბორჯომისა და ლაგოდეხის ლაგების წარმომადგენლებთან ერთად, ლატვიის ლაგს უმასპინძლა. შეხვედრა RDFG-ის ორგანიზებით, ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტის “საცხენოსნო ინდუსტრია: შესაძლებლობები დღეს და მომავალში” ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება და საცხენოსნო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების განხილვა იყო. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის

მეტი →

ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) დასაქმების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს

“ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას თეთრიწყაროში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომელთაც დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პიროვნული და სოციალური უნარების გაძლიერებას სთავაზობს. პროგრამით გათვალისწინებული სესიები ქალაქ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში 2019 წლის 17 მაისიდან დაიწყება. პროგრამის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. პროექტს RDFG ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი

მეტი →

RDFG- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ „ENPARD IV პარტნიორთა საკონსულტაციო კონფერენციას“ დაესწრო

2019 წლის 17 აპრილს, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ  „ENPARD IV პარტნიორთა საკონსულტაციო კონფერენციას“, რომლის ძირითად მიზანს ENPARD IV-ის ორი ძირითადი პროგრამული მიმართულების – სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის/სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების – პრიორიტეტულ საკითხთა განსაზღვრის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენდა. კონფერენციას ესწრებოდნენ ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი

მეტი →

„ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციას „LEADER-ები ადგილობრივი თემის განვითარებისთვის“ დაესწრო

2019 წლის 11 აპრილს, „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) დაესწრო ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციას სახელწოდებით „LEADER-ები ადგილობრივი თემის განვითარებისათვის“. კონფერენცია ევროდეპუტატების, „ევროპის თავისუფალი ალიანსის/მწვანეების“ ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის რეფორმის (CAP post 2020) ფარგლებში, LEADER-ის როლისა და 2020 წლისათვის არსებული პერსპექტივების განხილვა. კონფერენციის ფარგლებში, RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის

მეტი →

ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, ჯონ კლარკი RDFG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტს გაეცნო

2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) განხორციელებული, სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. თავდაპირველად, ევროკავშირის დელეგაცია RDFG-ის წარმომადგენლებსა და „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის“ (LAG) წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ, თეთრიწყაროში მიმდინარე RDFG-ის ქვე-პროექტს

მეტი →

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ENPARD-ის თეთრიწყაროს პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა

6 დეკემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შუალედური შეფასების სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის განვითარების მიმართულებით დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის მიღწევების წარდგენას, საერთო გამოწვევების მოგვარების მექანიზმების განსაზღვრას და ერთობლივი გეგმის შემუშავებას საქართველოში LEADER მიდგომის პოპულარიზაციისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამხარეო განვითარების ასოციაციამ (RDFG) გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდული ღონისძიება ჩაატარა

30-ზე მეტმა ახალგაზრდა ფერმერმა და წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდულ ღონისძიებაში გენდერულ საკითხებზე, რომელიც 4 დეკემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება. რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა და თანაბარი უფლებები ქალებისა და მამაკაცებისათვის, რა

მეტი →

„ახალგაზრდული ევროპული კვირეული“ თეთრიწყაროში

მარნეულში გამართული ევროპის დღის ღონისძიების შემდეგ, RDFG-იმ ევროკავშირის ახალგაზრდულ პროექტთან ერთად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ევროპულ კვირეული გახსნა. 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ ევროკავშირის, ვროკავშირის სამეზობლო ახალგაზრდული ქსელისა და “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ინიციატივის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც EU Neighbors East ახორციელებს.

მეტი →

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

შაბათს, 5 ნოემბერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვემო ქართლში ვიზიტისას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ის მიერ განხორციელებული ENPARD თეთრიწყარს განვითარების პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს ეწვია. ელჩმა სოფელ წინწყაროში მდებარე საწარმო „შპს წინწყარო +“ მოინხაულა, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვით სხვადასხვა სახეობის ყველს აწარმოებს. საწარმომ ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამჟამად პროექტისგან

მეტი →

არქივი