ENPARD

RDFG თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დისტანციურ სერვისებს, მათ შორის, ელექტრონულ სწავლებას უზრუნველყოფს

2020 წლის 31 მარტიდან, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სთავაზობს სრულ დისტანციურ სერვისებს, მათ შორის ელექტრონულ სწავლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უწყვეტად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი: დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა ჯგუფური ონლაინ სესიები კორპორატიული მოხალისეების ონლაინ სესიები ბროკერობა – რეზიუმეების მომზადება-გადაგზავნა და

მეტი →

პროფესიული განათლების ტრენინგი, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დაიწყო ტრენინგების ჩატარება პროფესიული განათლების მიმართულებით. სპეციალურად მომზადებული ტრენერები ახალგაზრდებს ეხმარებიან საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის მართვაში. პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აუმაღლოს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციისა და

მეტი →

‘ორგანიზაციული და შრომის უსაფრთხოების სააკრედიტაციო კურსი’ თეთრიწყაროს მაცხოვრებლებისათვის

2020 წლის 13 თებერვალს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ ორგანიზებული ‘ორგანიზაციული და შრომის უსაფრთხოების სააკრედიტაციო კურსის’ მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. RDFG-ის მიერ განხორციელებული კურსი, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების აკადემიამ უმასპინძლა, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროფესიული მომზადება-გადამზადების (VET) კომპონენტის ნაწილია და თეთრიწყაროს მაცხოვრებლებისათვის მასში მონაწილეობა სრულიად უფასო იყო. პროფესიული მომზადება-გადამზადების კომპონენტს RDFG ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის

მეტი →

ჩეხეთის გარემოსდაცვითი და სოციალური განვითარების პრაქტიკის გაზიარება თეთრიწყაროს მდგრადი განვითარებისათვის

2020 წლის 20-26 იანვარს, პროექტის „ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის“  ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) პროექტის პარტნიორ „ბუნების დაცვის ფორუმს“ (Fórum Ochrany Přírody) უმასპინძლა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგრანტო პროექტის მონაწილეებს ტექნიკური დახმარება ორ ფაზად გაუწიეს. პირველი ფაზის ფარგლებში, ბოლო საგრანტო კონკურსით შერჩეულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვირტუალური კონსულტაცია მიეღოთ. აღნიშული მოიცავდა პროექტების გაძლიერების

მეტი →

ტრენინგი RDFG-ის გუნდისათვის პროფესიული განათლებისა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების კომპონენტის განსახორციელებლად

2019 წლის 9-13 დეკემბერს, ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში, ასოციაციას სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) უნგრული საკონსულტაციო ცენტრის Cz&K-ის წარმომადგენელი კატალინ ცზიპანი ესტუმრა. უნგრელმა სტუმარმა RDFG-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განათლებისა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების კომპონენტის განხორციელების პროცესში, ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. ღონისძიების ფარგლებში,

მეტი →

GALAG ELARD-ის წევრი გახდა – ისტორიული მოვლენა პორტუგალიის ქალაქ ამარანტეში

2019 წლის “ევროპის LEADER ასოციაციის სამხარეო განვითარებისთვის” (ELARD) ყოველწლიური შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა საქართველოსთვის, რადგან დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG) ELARD-ის წევრი გახდა. აღნიშნული ქალაქ ამარანტეში გამართულ LEADER /CLLD 2019 კონფერენციაზე გაცხადდა. საქართველოს მხრიდან, ღონისძიებას დაესწრნენ თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ყაზბეგის, წყალტუბოსა და ქედას ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის

მეტი →

RDFG იწყებს პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტს

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) იწყებს პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტს, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აუმაღლოს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციიისა და კარიერული წინსვლის შესახებ – დაეხმაროს მათ საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის მართვაში. პროექტი ხორციელდება USAID ზრდა პროექტისა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის

მეტი →

RDFG-იმ და თეთრიწყაროს LAG-მა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამხარეო პარლამენტში 2019

2019 წლის 6-9 ნოემბერს, ესპანეთის სოფელ კანდასში (ასტურიასი), ევროპის მეოთხე სამხარეო პარლამენტი გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო 40 ქვეყნის 335 დელეგატი, მათ შორის ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენლები და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამხარეო პრობლემებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.

მეტი →

ევროკავშირის მხარდაჭერით, RDFG-იმ და სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გამართეს

2019 წლის 18 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები პროფესიული გადამზადების

მეტი →

ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და RDFG-ის ორგანიზებით, ქართული სტარტაპები სასწავლო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდნენ

2019 წლის 1-4 ოქტომბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავის პარტნიორთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, (GITA) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწია ქართული სტარტაპების სასწავლო ვიზიტს ვენაში. პროგრამის დაგეგმვა-განხორციელება სრულად იყო მხარდაჭერილი ავსტრიის სავაჭრო პალატის მიერ. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და აგროტურიზმის სფეროში ავსტრიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება

მეტი →

არქივი