გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG ) ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალაქ გორში მცხოვრები 10 უსინათლო პირი, 2 თვის განმავლობაში ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლის, რაც მათ ინფორმაციასთან წვდომისა და შრომით ბაზარზე ინტეგრაციის საშუალებას მისცემს. მონაწილეები კვირაში ორჯერ BDC აკადემიაში იკრიბებიან. პროგრამის ტრენერი დავით გურგენიძეა, რომელიც თავადაც უსინათლოა. დავითმა ადაპტირებული