EDKK

შაუმიანის #2-ე საჯარო სკოლის გამწვანების პროექტი

ჯანსაღი სასკოლო გარემო კარგად მოწყობილი საკლასო ოთახების გარდა სკოლის ეზოს მოწყობასა და გამწვანებასაც გულისხმობს.  შაუმიანის #2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეება სწორედ ამ მიზეზით  სკოლის ეზოს გამწვანება გადაწყვიტეს და RDFG-სთან ერთად მუშაობას შეუდგნენ. მეათე კლასის მოსწავლეები ნოდარი და დათო და მერვეკლასელი გოჩა შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) წევრები არიან.  მეგობრებთან ერთად ისინი მუშაობენ პროექტზე, რომელიც მათი სკოლის

მეტი →

სათეს-სარგავი მასალის გამოფენა-გაყიდვა კოდასა და შაუმიანში

პროექტ EDKK-ს ფარგლებში კოდისა და შაუმიანის დევნილთა დასახლებებში სათეს-სარგავი მასალების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღინისძიებაზე მისულმა ფერმერებმა RDFG- ს აგრო-კონსულტანტების დახმარებით თანამედროვე აგრო-სამეურნეო  ტექნოლოგიების, მცენარეული კულტურებისა და ახალი ჯიშების  შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გამოფენა-გაყიდვაზე მიწვეულნი იყვნენ  თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და თესლის მიმწოდებელი კომპანიები: აგრონეტი, აგროინვესტი, პასიფლორა,  სინჯენტა, აგროქართლი და დავით კაკაშვილის სანერგე მეურნეობა.  მათ დაინტერესებულ მოსახლეობას მცენარეთა

მეტი →

აგრო ექსპერტის ტრენინგი შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში

ლალი გოგინავა აგრო ექსპერტია, რომელმაც სოფელ შაუმიანში, RDFG-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში (YFC) ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.  ტრენინგის მთავარი თემა ხილისა და კენკროვანი კულტურების მოყვანა იყო.  შეხვედრას უამრავი ახალგაზრდა დაესწრო, რომლებმაც საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა. „შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტისგან

მეტი →

წარმატებული ქალბატონის ისტორია ქალთა დღის აღსანიშნავად

საგარეჯოს #4 საჯარო სკოლაში შეაბიჯებთ თუ არა, ლამაზი და საინტერესო გარემო დაგხვდებათ. კედლები და თაროები დახუნძლულია ნახატებით, ლექსებით, მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით.   დერეფანში თითქმის ყველა ის ჯილდოა გამოფენილი, რაც ამ სკოლის მოსწავლეებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მიუღიათ. ასეთი გარემო სკოლის დირექტორის, ნელი ბალახაშვილის დამსახურებაა. მანამ, სანამ 2007 წელს სკოლის დირექტორი გახდებოდა, 35 წლის განმავლობაში

მეტი →

დედის დღის აღსანიშნავად გაიცანით ელენე შოშიტაშვილი

ელენე და მისი მეუღლე ზურაბ ჩონიაშვილი სოფელ ქსუისიდან შაუმიანში საცხოვრებლად 2008 წლის ომის შემდეგ გადავიდნენ.  მას შემდეგ რაც დევნილთა დასახლებაში ოთხ შვილთან ერთად დაფუძნდნენ,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურს ცენტრმა ელენეს თხოვნით მიმართა. შაუმიანში მხოლოდ რუსული და სომხური სკოლები არსებობდა და როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებელს, ელენეს დევნილთა ჩაახლებაში ქართულენოვანი  სკოლის გახსნაში დახმარება სთხოვეს. ელენე საქმეს

მეტი →

ახალგაზრდები სათემო პრობლემის მოგვარებას იწყებენ

პროექტ EDKK-ს (“ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“) ფარგლებში შაუმიანის N2 -ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა შეხვედრაზე საკუთარი თემის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების სამოქმედო გეგმის შედგენაში ბავშვებს RDFG-ს თანამშრომელი და ფასილიტატორი თეა მხეიძე დაეხმარა. გარდა შაუმიანისა,

მეტი →

უკეთესი მომავალი დევნილი ფერმერებისთვის

უკეთესი მომავლისა და საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით RDFG-ს პროექტ EDKK- ს მონაწილე  დევნილმა ოჯახებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. სპეციალურად გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე მათ მარწყვი, ჟოლო და მაყვალი დათესეს და ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოუარონ კენკროვანი ხილის ნათესებს. აგრონომი ლალი გოგინავა დამსწრეებს აჩვენებდა, თუ როგორ უნდა მოამზადონ მიწა და დათესონ კენკრის მარცვლები, რასაც შემდგომ

მეტი →

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ტრენინგი

კახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ჩამოყალიბების თემაზე ტრენინგი გაიარეს. ერთდღიან ტრენინგს, რომელიც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით კოდის სათემო ცენტრში ჩატარდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი რუსუდან თევზაძე უძღვებოდა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია და გაიზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების გააქტიურებას და რა არის უშუალოდ

მეტი →

დევნილთა დასახლებებში სათესლე მასალის გამოფენა-გაყიდვა

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) 10-18 მარტს პროექტის ,,ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვემო ქართლსა და კახეთში” (EDKK) ფარგლებში სათესლე მასალის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. სათესლე მასალის გამოფენა-გაყიდვა დევნილთა შვიდ დასახლებაში ჩატარდა – კოდა, წინწყარო, შაუმიანი, ქვემო ბოლნისი, ბოლნისი, დმანისი და საგარეჯო. გამოფენა-გაყიდვაზე სერტიფიცირებული სათესლე მასალის მიმწოდებელი კომპანიები იყვნენ მიწვეულნი და გამოფენის მიზანს

მეტი →

არქივი