EDKK

RDFG სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ინიციატივას უერთდება

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ პროექტის ფარგლებში კახეთისა და ქვემო ქართლის 5 სკოლაში გამწვანების აქციები მოეწყო. საგარეჯოს, დმანისის, კოდის, წინწყაროსა და შაუმიანის სკოლების მოსწავლეებმა ელდარის ფიჭვის 200 ნერგი დარგეს. გაკვეთილების შემდეგ ბავშვებმა სამუშაო იარაღებით სკოლის ეზოს მიაშურეს და ნერგები წინასწარ მომზადებულ ორმოებში მოათავსეს. მოსწავლეებისა, მასწავლებლებისა  და RDFG-ს  თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით, გამწვანების აქციებმა წარმატებით ჩაიარა. აღნიშნული

მეტი →

გამწვანების აქცია შაუმიანში

შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოაწყვეს. ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, რათა სკოლის ეზოში მარადმწვანე ნაძვისა და ფიჭვის 30 ნერგი დაერგოთ.  ბავშვებს სამუშაო პროცესში ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერები და შაუმიანის სკოლის მასწავლებლები ეხმარებოდნენ. „აქცია შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ინიციატივით მოეწყო. იდეა ბავშვებისგან წამოვიდა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სკოლის

მეტი →

RDFG -ს ბენეფიციარებმა „ბოლნისქალაქობა 2017“-ზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა

7 ოქტომბერს ბოლნისში „ბოლნისქალაქობა 2017“ და გერმანული კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით განხორციელდა და მასში RDFG-ც ჩაერთო. სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობის გარდა,  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც პროექტ EDKK-ის („ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“) ბენეფიციარმა ფერმერებმა პროექტის შედეგად  მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებში მიღებული მოსავალი

მეტი →

RDFG-ს გუნდს მოხალისეები შეუერთდნენ

პროექტ EDKK-ს  ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს მოხალისეები შეუერთდნენ, რომლებიც ცენტრის წევრებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარებიან. ხუთი მოქმედი ცენტრიდან (კოდა, წინწყარო, შაუმიანი, საგარეჯო, დმასინი) თითოეულ მათგანს თითო მოხალისე შეემატა. გოგონებს სათემო პროექტების განხორციელებისა და მოხალისეობრივი აქტივობების ორგანიზების კუთხით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ. მათი პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან სწორად ამ გამოცდილების გაზიარებით დაიწყო,

მეტი →

ახალგაზრდები საკუთარ თემში უკეთესი მომავლის შექმნაზე ზრუნავენ

პროექტ EDKK-ს ფარგლებში დაფინანსებული მიკრო სათემო პროექტების განხორციელება წარმატებით დასრულდა. კოდის, შაუმიანის, საგარეჯოს, წინწყაროსა და დმანისის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) წევრებმა საკუთარი აქტივობებით სათემო პრობლემების მოგვარებაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული მიკრო პროექტების ფარგლებში: კოდის სოფლის ბიბლიოთეკა ახალი, თანამედროვე წიგნებით აღიჭურვა; საგარეჯოსა და წინწყაროში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრების შეკრებისა და არაფორმალური აქტივობებისთვის საკლუბო ოთახი მოეწყო; დმანისში სხვადსხვა

მეტი →

პროექტ EDKK-ს ბენეფიციარი ფერმერების პირველი მოსავალი

„საბაობა 2017“ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად აღინიშნა და მასში RDFG-ს ერთ-ერთი პროექტის მონაწილე ფერმერებმაც მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდა ფერმერებმა ღონისძიებაზე ჟოლოს პირველი მოსავალი წარმოადგინეს, რომელიც პროექტ EDKK-ს ფარგლებში მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთში მიიღეს. დღესასწაულის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ღვინის გამოფენის გარდა, სხვადასხვა კულტურული, სპორტული თუ შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. ღონისძიებას  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით შერაზადიშვილი და ქვემო ქართლის

მეტი →

ახალგარზდა ფერმერთა ცენტრის წევრებმა „ინოვაციების ბანაკში“ მიიღეს მონაწილეობა

კოდის, შაუმიანის, საგარეჯოსა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებმა Junior Achievement საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ინოვაციების ბანაკში“ მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც სოფლად თუ რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოსწავლეები: ანა გულედანი, ნატო მეზვირშვილი და თორნიკე ბერძენიშვილი.

მეტი →

RDFG საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ღონისძიებაზე

განვითარების სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ღონისძიება გაიმართა. გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად RDFG-მაც მიიღო მონაწილეობა.  ორგანიზაციის თანამშრომლებმა და თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა სტუმრებს RDFG-ს მუშაობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასოციაცია წლებია გერმანიის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და საელჩოსთან თანამშრომლობს. RDFG-ს მიმდინარე პროექტი EDKK (ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის

მეტი →

ქვემო ქართლში სათემო პროექტების კონკურსი წარმატებით დასრულდა

პროექტ EDKK-ს ფარგლებში სათემო პროექტების მიკრო საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც დმანისში, წინწყაროში, კოდაში, საგარეჯოსა და შაუმიანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი ახალგაზრდების ჩართულობით თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად.  მასში  ის ხუთი სკოლა მონაწილეობდა, რომლებშიც ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები მდებარეობს. მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წარადგინეს, რომელიც RDFG-ს თამანშრომლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ განიხილა. საბოლოოდ თითო სკოლიდან 2-2 გამარჯვებული პროექტი

მეტი →

სათეს-სარგავი მასალის გამოფენა-გაყიდვა წარმატებით დასრულდა

სათეს-სარგავი მასალების მეორე ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა RDFG-მ წარმატებით დაასრულა. პროექტ EDKK-ს ფარგლებში მარტისა და აპრილის თვეებში აღნიშნული გამოფენა-გაყიდვები ეტაპობრივად კოდაში, შაუმიანში, წინწყაროში, დმანისში, ბოლნისსა და საგარეჯოში გაიმართა. შედეგად სათეს-სარგავი მასალები 500-მა ბენეფიციარმა მიიღო. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, ნერგებისა და სათესი მასალების შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია RDFG-ს აგრო-კონსულტანტმა მიაწოდა. გამოფენა-გაყიდვებზე მიწვეულნი იყვნენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და თესლის მომწოდებელი

მეტი →

არქივი