EDKK

“მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) ბავშვებისთვის

22 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბაზაზე RDFG-სა და „AIESEC საქართველოს’’ თანამშრომლობით ‘’მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი’’ ჩატარდა. სასესიო თემები შეეხებოდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო მიზნებს, კერძოდ კი ხარისხიან განათლებას, ადვოკატირებასა და სიღარიბის შემცირებას.  ღონისძიება ერთდროულად მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში (კოდა, წინწყარო, ხაიში, ბოგვი, სამღერეთი და თეთრიწყაროს #2 სკოლა) ჩატარდა და მასში ფერმერთა ცენტრების 110-ზე მეტმა

მეტი →

შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან

EDKK პროექტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ბენეფიციარები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ფერმერული მეურნეობების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. რატომ უნდა გახდე ფერმერი და რამდენად მნიშვნელოვანია აგრო მეწარმეობა ქვეყნისთვის – სწორედ ამ თემების შესახებ ისაუბრა ქალბატონმა ნინომ შეხვედრაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. „ბავშვებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი მოტივირებულები არიან, თუმცა

მეტი →

პროექტ EDKK-ში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება იწყება

პროექტ EDKK-ის ერთ-ერთ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით,  EDKK-ს ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსს, დავით მამუკელაშვილს შეხვდნენ.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე ჯგუფებმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ექვსი დასახლებიდან: კოდა, წინწყარო, შაუმიანი, ბოლნისი, დმანისი, საგარეჯო. სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტექნიკური პროცედურების, საგადასახადო შეღავათების, პროექტების,

მეტი →

EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგები ტარდება

პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში (YFC) მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგებისთვის RDFG-მ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები მათთვის  YFC -ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.  შედეგად, მშობლები და იმ სკოლების პედაგოგები, რომელთა ბაზაზეც ფერმერთა ცენტრები ფუნქციონირებს, ხელს შეუწყობენ ცენტრების მდგრადობასა და ბავშვების ჩართულობას YFC -ის აქტივობებში. „ამ წამოწყებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ცენტრების გრძელვადიანად ფუნქციონირებას. ცენტრები გარდაიქმნება ცოცხალ

მეტი →

EDKK-ს ფარგლებში ახალი სათემო პროექტების მიღება დაიწყო

RDFG-ს პროექტ EDKK-ში სათემო პროექტების მიღების მეორე ფაზა დაიწყო. კოდის, დმანისის, წინწყაროს, შაუმიანისა და საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაში წვლილი შეიტანონ. ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, EDKK-ს გუნდმა პროექტის წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტექნოპარკმა უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი

მეტი →

საგარეჯოს YFC -ს მოსწავლეები ახალგაზრდა ბიო მეურნეს ესტუმრნენ

კამპანია “Look and Learn”-ის ფარგლებში, საგარეჯოს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC ) ბავშვები ახალგაზრდა ბიო მეურნეს, ნოდარ ლატიბაშვილს ესტუმრნენ. ნოდარი საგარეჯოს მახლობლად, საკუთარი ხელით აშენებულ ნამჯის სახლში ცხოვრობს. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ეკოლოგიურად სუფთა ნამჯის სახლი და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. ნამჯა მკვდარი ღეროვანი მასალაა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება. აღნიშნული მასალით შესაძლებელია

მეტი →

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC) აგრარული უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ ღია კარის დღეს, RDFG-ს პროექტ EDKK-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) მოსწავლეები დაესწრნენ.  ბავშვებმა უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ლაბორატორიების პრაქტიკულ-საჩვენებელ პრეზენტაციასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სფეროს სხვადასხვა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოეწყო. გარდა ამისა, მოსწავლეებმა საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ნიადაგმცოდნეობის, მინერალოგიის, დენდროლოგიის, ენტემოლოგიის, მეაბრეშუმეობის, მიკოლოგიის, ზოოლოგიისა და

მეტი →

პროექტ EDKK-ს ბენეფიციარები კენკრის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ თანამედროვე მიგნებებს გაეცნენ

პროექტ EDKK-ში დაიწყო კამპანია „Look and Learn” , რომელის მიზანია ბენეფიციარ-ფერმერთა ცნობიერების ამაღლება სადემონსტრაციო ბაღებში ვიზიტების, შეხვედრებისა და პრაქტიკული სწავლების გზით. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა პირველი აქტივობა, კერძოდ, პროექტის ბენეფიციარი ფერმერები დაესწრნენ ქ. გურჯაანში, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრას, რომელიც კენკრის წარმოების, მოვლისა და  რეალიზაციის თემაზე გაიმართა.  შეხვედრაში  RDFG-ს პროექტ EDKK-ს ბენეფიციარებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა

მეტი →

RDFG ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

19 დეკემბერს, პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, RDFG კამპანიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიება „ფაბრიკაში“ გაიმართა და მასში პროექტის ორგანიზატორებმა, პარტნიორებმა, მონაწილეებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. RDFG-ს ჩართულობით პროექტის ფარგლებში გამწვანების აქციები მოეწყო და კახეთისა და ქართლის 5 სკოლის ეზოში ელდარის ფიჭვის 200 ნერგი დაირგო. სკოლები პროექტ EDKK-დან შეირჩა. RDFG-ს წარმომადგენელმა ნინო

მეტი →

პროექტ EDKK-ს ფარგლებში სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა გრძელდება

RDFG სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის ახალ ეტაპს იწყებს. მიმდინარე პროექტის EDKK-ს ფარგლებში ბოლნისში, კოდაში, შაუმიანში, საგარეჯოში, დმანისსა და წინწყაროში  უკვე მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 16 სადემონსტრაციო ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთებზე სხვადასხვა კენკროვანი კულტურა დაითესა და თანამედროვე სკები ჩაიდგა. ბენეფიციარებმა პირველი მოსავალი უკვე მიიღეს და ბაზარზეც გაიტანეს. პროექტის ფარგლებში ახალი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით გამოცხადდა კონკურსი,

მეტი →

არქივი