RDFG-სთან არსებული DRR ცენტრი ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას განაგრძობს

2020 წლის ივნისი – ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას USAID ზრდა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში – მიმდინარე კვირაში შოთა კუბლაშვილი, RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული კატასტროფების რისკის შეფასება და 4 ძირითადი რისკის გამოვლენა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო პროცესის შედეგად 4 ძირითადი რისკი გამოვლინდა – გვალვა, ტყის ხანძრები, ძლიერი ქარი/ქარიშხლები და ზვავი. წალკის მუნიციპალიტეტში სამუშაო პროცესში ადგილობრივი გამგებლის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი ჩაერთო. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის შედეგად შემდეგი ძირითადი რისკები გამოვლინდა: სეტყვა, გვალვა, ძლიერი წვიმები და ძლიერი ქარი/ქარიშხლები.

„ამ დროისთვის, პროექტის 17-ვე სამიზნე მუნიციპალიტეტში რისკების შეფასების პროცესი დასრულებულია. ამჟამად მუშაობა გრძელდება საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე გამოვლენილი რისკების შესაბამისად. აღნიშნული პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტი მზადყოფნაში იქნება ხსენებული საგანგებო სიტუაციების სამართავად“, – შოთა კუბლაშვილი.

RDFG, მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ფარგლებში, მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ადგილობრივი თემების მედეგობა ტექნოგენური და ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ; ასევე, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საზოგადოებას, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს, კოორდინირებული და სისტემური ცნობიერების ამაღლების, უნარების გამომუშავებისა და ტექნიკური დახმარების გზით, ხელს უწყობს კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით პრევენციული კულტურის განვითარებაში.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center) ახორციელებს.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
skublashvili@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►