40-მა ახალგაზრდამ ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ელექტრონულად გაიარა პროფესიული განათლების ტრენინგები COVID-19-ის დროს

2020 წლის გაზაფხული – ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეთათვის. ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ სერტიფიცირებული კარიერული კონსულტანტი, მარიამ ზაზაძე გვიყვება, რომ პროფესიული განათლების ტრენინგები 4 ჯგუფთან, ჯამში 40-მდე ახალგაზრდასთან, ჩატარდა ქალაქ ბორჯომში, ქალაქ ასპინძაში, სოფლებში – ახალდაბასა და ორშორში. პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით, ტრენინგ-კურსი სრულად ადამპტირდა ელექტრონულ მოდელზე, რისთვისაც ტრენერებმა და მოსწავლეებმა ონლაინ პლატფორმა Zoom და ზოგიერთ შემთხვევაში Facebook Messenger გამოიყენეს.

RDFG-ის მიერ სერტიფიცირებულ ტრენერებს შორის ასევე არის თაკო თუმანიშვილი, პანდემიის პარიოდში ისიც ატარებდა პროფესიული განათლების ტრენინგებს. როგორც თაკო ამბობს, თავდაპირველად, პროექტის დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზე, გარკვეულ სირთულეებს წააწყდა, რადგან ზოგიერთ ახალგაზრდას არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა ტრენინგებში ჩასართავად. თუმცა, საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა სკოლის მოსწვალემ გადაჭრა ეს პრობლემა და გაიარა ტრენინგი:

„თითოეული ჩვენგანისთვის, მათ შორის ტრენერებისთვისაც, ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც სამუდამო შეცვლის სწავლების და სწავლის მოდელს. რაც შეეხება უშუალოდ თემატიკას, ტრენინგები ეხებოდა პროფესიულ განათლებასა და პიროვნულ განვითარებას, რითაც ძალიან დაინტერესდნენ ახალგაზრდები. ვფიქრობ, შევძელით ჩვენი წვლილი შეგვეტანა ახალგაზრდების საგანმანათლებლო, სასწავლო და პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და აღნიშნული ტრენინგები დაეხამრება მათ სამომავლო კარიერის მართვაში“.

პროფესიული განათლებისა და კარიერული ზრდის პროექტი მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეთათვის (სულ მცირე 350 ახალგაზრდა) აემაღლებინა ცნობიერება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის შესახებ. პროექტი განხორციელდა USAID ზრდა პროექტისა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში და ის მხარდაჭერილი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. პროექტი შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარდა: თეთრიწყარო, ბოლნისი, მარნეული, ნინოწმინდა, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა, კასპი, გორი და ზუგდიდი.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG
nkopaleishvili@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG
rjavelidze@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►