COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, RDFG დისტანციური მუშაომის რეჟიმზე გადადის

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO), საქართველოს მთავრობისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. RDFG-ის წარმომადგენლებთან გადაუდებელი  შეხვედრის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაიგეგმოს პირისპირ შეხვედრა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი სიტუაცია არ გართულდება და NCDC-ის მიერ არ გაიცემა რეკომენდაციები დამატებითი შეზღუდვების თაობაზე.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. მისამართზე: info@rdfg.ge

RDFG გისურვებთ ჯანმრთელობას!

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►