RDFG-ისთან არსებული DRR ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებისათვის

ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შედგენაზე მუშაობს. ამ მიზნით, თებერვალში RDFG 7 სამიზნე მუნიციპალიტეტს ეწვია. 2020 წლის 26 თებერვალს, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან დიდი ძალისხმევის შემდეგ, RDFG-ის DRR ცენტრმა, ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებზე მუშაობა დაასრულა.

ბორჯომის მერის მოადგილე ჯუმბერ ბერიძესთან, ნინოწმინდის მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე მიქელაძესთან და ახალქალაქის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საბოლოოდ განიხილეს ზემოხსენებული დოკუმენტები, რის შემდეგაც ისინი ადგილობრივ მერიას შემდგომი გამოყენებისათვის გადაეცა.

თებერვალი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიზიტების თვალსაზრისით, რადგან RDFG-ის კატასტროფის რისკის შენცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტმა შოთა კუბლაშვილმა ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გარდა, შეხვედრები გამართა წალკის, ადიგენის, დუშეთისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან. თითოეული შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მუნიციპალიტეტთან მუშაობის ეტაპზე იყო დამოკიდებული.

2020 წლის 18 თებერვალი – სამუშაო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდა იურიდიული სამსახურის უფროსი და სპეციალისტები, ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს RDFG-ს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული გეგმა, შესატანი მონაცემები, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გეგმის მომზადება/რევიზია დასრულლება მიმდინარე კვირაში.

2020 წლის 19 თებერვალი – RDFG-ის სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდა იურიდიული სამსახურის უფროსი და სპეციალისტები, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. RDFG-მ წარადგინა დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, გააცნო გეგმის სტრუქტურა დამსწრე საზოგადოებას და მიუთითა კონკრეტული მონაცემების შეტანის საჭიროებაზე.

2020 წლის 25 თებერვალი – RDFG-მ გაცნობითი შეხვედრა გამართა წალკის მუნიციპალიტეტის მერ ილია საბაძესთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო ბუნებრივ და ტექნოგენურ რისკებს და შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავებას მუნიციპალურ დონეზე. ქალაქის მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

2020 წლის 27 თებერვალი – RDFG-ის DRR ცენტრის სამუშაო შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის RDFG-ის მხრიდან სამუშაო ვერსიის გადაცემას შემდგომი ცვლილებებისათვის (სტატისტიკური და სხვა მუნიციპალური მონაცემები). შეხვედრას დაესწრნენ მერიის ადინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ნონა ჭიჭინაძე და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, ამავე სამსახურის ხელმძღვანელ თამარ მაჭარაშვილთან ერთად.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
skublashvili@rdfg.ge