RDFG აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფინალურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად

ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეიცვალა პროგრამაში მონაწილეობის თარიღები:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 აპრილის ნაცვლად, 8 ივნისი 18:00 სთ.
  • ადგილობრივი ტრენინგები: 25-26 აპრილის ნაცვლად, 13-14 ივნისი.
  • ინტენსიური სამეწარმეო ბანაკი: 24-31 მაისის ნაცვლად, 12-19 ივლისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება და საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, პროგრამის ზემოაღნიშნული თარიღები კვლავ შეიცვლება.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის III ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

2019 წელს გამართული რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ორი ფაზის ფარგლებში, 10 გამარჯვებული პროექტი შეირჩა. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა/წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი; რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო – კასპი; ელექტრო მომსახურების ცენტრი – კასპი; ფრჩხილის მოვლის სალონი – ბოლნისი; ვაშლის ძმრის წარმოება – გორი; ერთიანი ონლაინ პლატფორმა „რა ვაჩუქო“ – ზუგდიდი.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები [1].

პროგრამის მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. საბოლოო ეტაპზე, საგრანტო კომისია გამოავლენს მინიმუმ 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროგრამის III ფაზა 2020 წლის ივნისი-ივლისში გაიმართება:

  • 13-14 ივნისი – ადგილობრივი ტრენინგი
  • 12-19 ივლისი – სამეწარმეო ბანაკი შერჩეული საპროექტო წინადადებების ავტორთათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/phase-3-registration/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 8 ივნისი 18:00 სთ.

ხშირად დასმული კითხვები

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:
ფილიპე აბუსერიძე – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ასისტენტი, RDFG
ელ-ფოსტა: pabuseridze@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG
ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge


[1] შემოქმედებითი ინდუსტრიები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მუსიკა; კინო / ვიდეო; ლიტერატურა / გამომცემლობა; არქიტექტურა; სახვითი ხელოვნება; მედია / მაუწყებლობა; კულტურული მემკვიდრეობა; რეკლამა; დიზაინი / მოდა; საშემსრულებლო ხელოვნება; ციფრული ინდუსტრია; კულტურის განათლება; გასტრონომია; ტრადიციული რეწვა.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►