‘ორგანიზაციული და შრომის უსაფრთხოების სააკრედიტაციო კურსი’ თეთრიწყაროს მაცხოვრებლებისათვის

2020 წლის 13 თებერვალს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ ორგანიზებული ‘ორგანიზაციული და შრომის უსაფრთხოების სააკრედიტაციო კურსის’ მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. RDFG-ის მიერ განხორციელებული კურსი, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების აკადემიამ უმასპინძლა, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროფესიული მომზადება-გადამზადების (VET) კომპონენტის ნაწილია და თეთრიწყაროს მაცხოვრებლებისათვის მასში მონაწილეობა სრულიად უფასო იყო.

პროფესიული მომზადება-გადამზადების კომპონენტს RDFG ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ახორციელებს. RDFG-ის გუნდი აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს, მიიღონ ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე და აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა პროფესიის არსებობისა და საჭიროების შესახებ ადგილობრივ დონეზე. პროექტის მიზანია, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს დაეხმაროს პროფესიული არჩევანის გაკეთაბასა და კარიერის მართვაში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdfg.ge

ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, nrevazishvili@rdfg.ge