ჩეხეთის გარემოსდაცვითი და სოციალური განვითარების პრაქტიკის გაზიარება თეთრიწყაროს მდგრადი განვითარებისათვის

2020 წლის 20-26 იანვარს, პროექტის „ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის“  ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) პროექტის პარტნიორ „ბუნების დაცვის ფორუმს“ (Fórum Ochrany Přírody) უმასპინძლა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგრანტო პროექტის მონაწილეებს ტექნიკური დახმარება ორ ფაზად გაუწიეს.

პირველი ფაზის ფარგლებში, ბოლო საგრანტო კონკურსით შერჩეულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვირტუალური კონსულტაცია მიეღოთ. აღნიშული მოიცავდა პროექტების გაძლიერების მხარდაჭერას, კონკრეტულად კი, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის დანერგვას, ასევე, ინფორმაციის გაზიარებას თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი პროექტების აღმოსავლეთ პარტნიორობისა ან/და ვიშეგრადის ქვეყნების ინიციატივებისათვის დაკავშირება.

აქტივობის შედეგები:

  • განხილულ იქნა 7 აპლიკანტი და გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.
  • აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩატარდა 7 ვირტუალური კონსულტაცია.

ტექნიკური დახმარების მეორე ფაზის ფარგლებში, განხილულ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტების გრძელვადიანი მდგრადობა და წარმატება. კონსულტაციები ასევე მოიცავდა ვიზიტებს მონიტორინგის მიზნით.

აქტივობის შედეგები:

  • 7 საველე ვიზიტი წინასწარ შერჩეული პროექტების გასაცნობად.
  • აპლიკანტებთან შეხვედრა და კოსნულტაცია პროექტის განაცხადის დასახვეწად.
  • მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა RDFG-ის გუნდისათვის.

„ბუნების დაცვის ფორუმი“ (Fórum Ochrany Přírody) არის ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაცია გარემოს დაცვისა და სოციალური განვითარების მიმართულებით ჩეხეთის რესპუბლიკაში. ისინი უზრუნველყოფენ სივრცეს დიალოგისათვის, უზიარებენ რა სხვებს ცოდნას და ეძებენ ბუნების დაცვისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს.  ორგანიაზაციასა და მისი გუნდს აქვს ფართო გამოცდილება გარემოს დაცვისა და მცირე პროექტების დაგეგმვა/განხორციელების მიმართულებით.

პროექტის ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის  მიზანია თეთრიწყაროს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, ბუნების დაცვის გზით, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმისგან ეკონომიკური სარგებლის გაზრდის მიზნით. პროექტი არის ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შემავსებელი კომპონენტი.

მეტი პროექტის შესახებ.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების მენეჯერი
nrevazishvili@rdfg.ge