საგანგებო მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში, დუშეთში კატასტროფის 4 ძირითადი რისკი გამოვლინდა

ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი, USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში კატასტროფის რისკების შესამცირებლად საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას აგრძელებს. ამ მიზნით, 2020 წლის იანვარში RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი, შოთა კუბლაშვილი შეხვდა ადიგენისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებს.

2020 წლის 27 იანვარს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა დუშეთის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის სამსახურის უფროსთან მიხეილ კარიაულთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ მუნიციპალიტეტებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების შესახებ და მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე.

მომდევნო დღეს, 28 იანვარს, გაიმართა კატასტროფის რისკის შეფასების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს და შეაფასეს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული 4 ძირითადი რისკი – წყალმოვარდნა, ძლიერი წვიმები, ტყის ხანძრები და დიდთოვლობა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, დამუშავდა მონაცემები და შეხვედრა დაინიშნა დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილებასთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მერიის, საკრებულოს და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები (ჯამში 25 მოქალაქემდე).

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
skublashvili@rdfg.ge