RDFG-ის DRR ცენტრი სამიზნე მუნიციპალიტეტებში საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას განაგრძობს

ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრი, USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში კატასტროფის რისკების შესამცირებლად საგანგებო მართვის გეგმებზე მუშაობას განაგრძობს. ამ მიზნით, 2020 წლის იანვარში RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი, შოთა კუბლაშვილი შეხვდა ადიგენისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებს.

2020 წლის 23 იანვარს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ადიგენის მერთან ზაქარია ენდელაძესთან. ღონისძიების ფარგლებში, საუბარი შეეხო RDFG-ის DRR ცენტრის სამომავლო გეგმებს და ორგანიზაციის ზოგადი საქმიანობის სფეროს, ასევე, USAID ზრდა პროექტის ფარგლებში სხვა მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელებულ აქტივობებს კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი ამჟამინდელი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს. ამასთან, დაიგეგმა რისკების შეფასების შეხვედრაც. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – პაატა კბილაშვილი, ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი – ლევან ხაჭაპურიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – ნონა ჭიჭინაძე.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
skublashvili@rdfg.ge