ტრენინგი RDFG-ის გუნდისათვის პროფესიული განათლებისა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების კომპონენტის განსახორციელებლად

2019 წლის 9-13 დეკემბერს, ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში, ასოციაციას სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) უნგრული საკონსულტაციო ცენტრის Cz&K-ის წარმომადგენელი კატალინ ცზიპანი ესტუმრა. უნგრელმა სტუმარმა RDFG-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განათლებისა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების კომპონენტის განხორციელების პროცესში, ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ღონისძიების ფარგლებში, კატალინ ცზიპანმა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების იმ ტრენერებისთვის (RDFG-ის გუნდი), რომლებმაც ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლების წარმომადგნლები უნდა გადაამზადონ, 5-დღიანი ტრენინგი ჩაატარა. კურიკულუმი ფოკუსირებული იყო სოფლად ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებული აქცენტით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე.

მენტორი მასწავლებლებისათვის გამართული სესიები ფოკუსირებული იყო შემდეგზე:

  • მდგრადობის სისტემური მიდგომა: როგორი ურთიერთკავშირია მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს შორის და როგორ უნდა მოხდეს აღნიშნულის დემონსტრირება;
  • ცვლილების მართვის საბაზისო პრინციპები – როგორ ჩავრთოთ ადამიანები მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის პროცესში, ფოკუსირებული ბუნების/გარემოსდაცვით აგროკულტურულ/ტურისტულ გამოცდილებებზე.

პროფესიული განათლების მენტორთათვის ტრენინგი ჩატარდა შემდეგ საკითხებზე:

  • მაგალითები იმისა, თუ განსხვავებული პროფესიის ადამიანებს როგორ შეიუძლიათ გარემოს მოვლა;
  • „მთლიანი სკოლის მიდგომის“ გაცნობა – კურიკულუმის ურთიერთკავშირი (სწავლების მიზანი და შინაარსი), სკოლებში განათლების მენეჯმენტისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება;
  • მაგალითების გაზიარება, მეთოდები, რომლებიც სასწავლო პრაქტიკაში შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები მხარდაჭერილია RDFG-ის ფერმერთა საველე სკოლების ექსპერტთა მიერ და ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების თანამედროვე აგროკულტურული მეთოდების შესახებ ინფორმირებას. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ზემოხსენებული შეძენილი უნარები სკოლაში შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოიყენონ.

უნგრული ორგანიზაცია Cz&K Consulting Ltd არის დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია სოფლის განვითარების სფეროში, რომელიც იყენებს ტურიზმს, როგორც მექანიზმს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს და მუშაობს საგანმანათლებლო მასალაზე გარემოსდაცვით და მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფოკუსირებულია რა მდგრად ეკონომიკურ ფერმერობასა და ტურისტულ გამოცდილებაზე.

პროექტის ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის  მიზანია თეთრიწყაროს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, ბუნების დაცვის გზით, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმისგან ეკონომიკური სარგებლის გაზრდის მიზნით. პროექტი არის ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შემავსებელი კომპონენტი.

მეტი პროექტის შესახებ.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების მენეჯერი
nrevazishvili@rdfg.ge