საგრანტო თანხა სამეწარმეო ბიზნეს იდეის განსახორციელებლად – ახალგაზრდული პროექტის კიდევ 5 გამარჯვებული გამოვლინდა

2019 წლის 14 დეკემბერს, რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მეორე ფაზის დახურვის ცერემონია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საგრანტო კომისიამ წარმოდგენილი სამეწარმეო ბიზნეს იდეები შეაფასა, რის შემდეგაც გამარჯვებული 5 პროექტი საგრანტო თანხით დააჯილდოვა. პროექტს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID ზრდა პროექტის ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მეწარმეობის მეშვეობით სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.

პროექტის მეორე ფაზის გამარჯვებულები არიან:

  • თამაზ მცურავიშვილი კასპიდან – რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო ‘რკინის კაცი’ – 10 000 ₾
  • დიმიტრი ჩიჩუა კასპიდან – ელექტრო მომსახურების ცენტრი Ready to Light – 5 000 ₾
  • მარი ტატუნაშვილი ბოლნისიდან – ფრჩხილის მოვლის სალონი – 3 700 ₾
  • ირაკლი მოგელაშვილი გორიდან – ვაშლის ძმრის წარმოება – 6 400 ₾
  • მიშა ჩხოლარია ზუგდიდიდან – ერთიანი ონლაინ პლათფორმა ‘რა ვაჩუქო’ – 9 835 ₾

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში ხორციელდება: ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი. პროექტის მონაწილეებს ბიზნეს იდეების წარდგენა 4 მიმართულებით ევალებათ: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები ან შემოქმედებითი ინდუსტრიები. პროექტის მესამე ფაზა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

რეგიონული ახალგაზრდული სამექარმეო პროექტის მხარდამჭერები არიან: აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG
nkopaleishvili@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG
rjavelidze@rdfg.ge