RDFG-სთან არსებული DRR ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

2019 წლის 10 დეკემბერს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ბორჯომის მერ ლევან ლიპარტიასთან და მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი შოთა კუბლაშვილი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების შესახებ და მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე. ღონისძიების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
skublashvili@rdfg.ge